Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მექნება „კურნოსა“ ცხვირი...“ – თამო ვაშალომიძე კლინიკიდან ფოტოს აქვეყნებს

© Photo: Tamo Tamo Vashalomidze / FBთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი სკანდალური ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე პოპულარობისთვის სხვადასხვა ხერხებს მიმართავს. უეცარმა ცნობადობამ მოდელი იმ ნაბიჯამდე მიიყვანა, რომ საჯდომიც კი დაიზღვია.

სკანდალური ფოტოსესიები, თოქ-შოუებში ინტიმურ თემებზე ხმამაღლა ლაპარაკი, გამომწვევი ჩაცმულობა და ინტრიგებით აღსავსე პირადი ცხოვრება – ეს თამო ვაშალომიძის პოპულარობის გზა და მეთოდებია. საქართველოში მისი ქაოსური ცხოვრება უამრავ ადამიანს აინტერესებს. ფოტომოდელმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა, საზოგადოებამ მხოლოდ ის ვერ გაარკვია, თუ ვინ არის თამოს შვილის მამა.

თამო ვაშალომიძე სხვადასხვა თოქ-შოუებში რეიტინგულობით გამოირჩევა და ამიტომ სასურველი სტუმარია. რამდენიმე თვის წინ მან ორი ხმაურიანი ფოტოსესია წამოიწყო. პირველი ცნობილი ხინკლებიანი ფოტოგადაღება, ხოლო მეორე „რობერტო მავანთან“ სტუმრობა აღმოჩნდა. თამო ვაშალომიძე ფოტოშოპის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

„რობერტო მავანის“ გადაცემაში სტუმრობისას თამომ შიშველი ფოტოსესია თოვლიან მთაში გადაწყვიტა. მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებსა და გადაცემის ვიდეოზე თამოს უკანალი რადიკალურად განსხვავდებოდა.

ის საქართველოში პირველი ან, სულაც, ერთადერთი ქალბატონია, რომელმაც საკუთარი ცხიმებით საჯდომს ფორმები შეუცვალა. ყველა ვიდეო და ოპერაციის მიმდინარე პროცესი კი ინსტაგრამის „სთორიზე“ ატვირთა და ყველაფერი დეტალურად აუხსნა თაყვანისმცემლებს.

ცოტა ხნის წინ მოდელმა თამო ვაშალომიძემ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში განაცხადა. როგორც მოდელი წერს, მას ძალიან მალე ლამაზი და „კურნოსა“ ცხვირი ექნება.

ყველა ახალი ამბავი
0