„საქართველოს უნივერსიტეტი“ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილე გახდა

© photo: Mtavari Arkhi / FB მთავარი არხის მიკროფონი
მთავარი არხის მიკროფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს უნივერსიტეტის“ მფლობელები მანანა სანაძე (50%), გიული ალასანია (37.5%) და ნიკოლოზ ალასანია (12.5%) არიან.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. „მთავარი არხის“ წილის 2% „საქართველოს უნივერსიტეტმა“ იყიდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, შეთანხმების თანახმად, სასწავლებელი ტელეკომპანიის კაპიტალში 200 ათას დოლარს შეიტანს.

ტელეკომპანიის 2 პროცენტი „საქართველოს უნივერსიტეტმა“   კახა ანჯაფარიძისგან  იყიდა, რომელიც 44%-ს ფლობდა, ხოლო არხის  წილის სანაცვლოდ „საქართველოს უნივერსიტეტმა“ 2000 ლარი გადაიხადა.

ტელეკამერა - Sputnik საქართველო
ნიკა რურუას ძმამ „მთავარი არხის“ წილი იყიდა

„მთავარი არხის” საკონტროლო პაკეტს (51%) კვლავ ნიკა გვარამია ფლობს, დანარჩენი წილები კი ასე ნაწილდება: კახა ანჯაფარიძე - 42%, მარი ანა რურუა - 2.5%, გიორგი რურუა – 2.5%, „საქართველოს უნივერსიტეტი“ - 2%.

რაც შეეხება „საქართველოს უნივერსიტეტს“, მისი მფლობელები მანანა სანაძე (50%), გიული ალასანია (37.5%) და ნიკოლოზ ალასანია (12.5%) არიან.

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 18 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ დაიბრუნა, იმავე დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლა კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც ახალი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ დააფუძნა. ჟურნალისტების უმეტესობა ნიკა გვარამიასთან წავიდა, ნაწილი კი „რუსთავი 2“-ზე დარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0