Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„პილოტმაც კი მომილოცა“- თიკა ფაცაციამ დაბადების დღე ჰაერში აღნიშნა

© Facebook / Tika Patsatsiaთიკა ფაცაცია
თიკა ფაცაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თიკა ფაცაციას 38 წელი შეუსრულდა. ტელეწამყვანმა, მოდელმა და ყოდილმა მომღერალმა საკუთარი დაბადების დღე თვითმფრინავში გადაიხადა. აი, როგორ გამოიყურებოდა იუბილარის თავგადასავალი...

მოდელი, მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია საზოგადოებისგან დიდი სიყვარულითაა განებივრებული. პოპულარულმა ტელესახემ ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში გამოიჩინა თავი. მისმა განუზომელმა პოზიტივმა, მოდელის აღნაგობამ და უსკანდალო ცხოვრებამ ბევრად მეტი ინტერესი გამოიწვია. ოჯახის წევრებთან ერთად ტელეეკრანებზე არც ისე ხშირად ჩნდება, მაგრამ სოციალურ ქსელში აქტიურობით გამორჩეულმა ვარსკვლავმა სხვა ხერხს მიმართა და თაყვანისმცემლები გააერთიანა. ვირტუალურ სივრცეში თიკას 138 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს.

ტელესახეს 18 ოქტომბერს 38 წელი შეუსრულდა. ამ დღეს ცნობილ ქართველ ვარსკვლავებთან ერთად წამყვანი ისრაელში გასტროლზე გადაფრინდა. მას დაბადების დღე უამრავმა ადამიანმა მიულოცა, მათ შორის თვითმფრინავის პილოტმაც კი. ამის შესაებ თიკამ საკუთარ გვერდზე პატარა კექსის ფოტო გამაქვეყნა წარწერით- „პილოტმაც კი მომილოცა“. ასევე, თვითმფრინავის უცხო მგზავრებმა ებრაულ ენაზე თიკას სიმღერა მიუძღვნეს და დაბადების დღე მიულოცეს.

საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც თიკაზე ნეგატიურ კონტექსტში ისაუბრებს. მისი გარეგნობა, მშვიდი საუბარი, ხმის ტემბრი და როგორც აღვნიშნეთ- ოჯახი, უამრავ ადამიანს მოსწონს. ცნობილი ქართველი მოდელისა და ტელეწამყვანის პორად ცხოვრებას განიხილავენ, მაგრამ თიკა საკუთარ ოჯახზე ყვითელ პრესასთან თუ მოდულ ჟურნალ-გაზეთებში არასდროს საუბრობს. ყველა ინტერესდება მისი ბიზნესმენი ქმრით, ულამაზესი შვილებით და მშობლებით.

ყველა ახალი ამბავი
0