Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მაინც მიყვარს...“- ზაზა ფაჩულიამ მეოთხე შვილს მხიარულ ვითარებაში შეუსწრო- ფოტოდეტალები

© Photo: Tika Alavidze-pachulia / FBზაზა ფაჩულია თიკა ალავიძე
ზაზა ფაჩულია თიკა ალავიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კალათბურთელს 4 შვილი ჰყავს. ზაზა ფაჩულია და თიკა ალავიძე წლების წინ დაქორწინდნენ.  მათი დიდი და თბილი ოჯახი დიდ ყურადღებას იპყრობს

35 წლის კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ოჯახთან ერთად რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ამის მიზეზი მისი კარიერული წინსვლა და NBA–ს პირველი ქართველი ჩემპიონობა გახდა. აღსანიშნავია, რომ ზაზა დიდი წარმატებით, არამხოლოდ შტატებში, არამედ სამშობლოშიც სარგებლობს. მის თითოეულ ნაბიჯს, თამაშსა და ჩემპიონატს ქართველი ქომაგები უაღრესად სერიოზულად ეკიდებიან და გულშემატკივრობენ. თბილისში, მისი სახელობის უამრავი საკალათბურთო სკოლა დაარსდა, რომლებზეც თავად  ზრუნავს.

ახალგაზრდა წყვილს 4 შვილი ჰყავს. დათა, საბა, მარიამი და ნუცა სიმაღლითა და სპორტული აღნაგობით მამას ჰგვანან. ბიჭებთან მამას განსაკუთრებული მიდგომა აქვს, როგორც ირკვევა, ისინი ერთად ვარჯიშობენ. მარიამი და ნუცა კი ნამდვილი პინცესები არიან. აღსანიშნავია, რომ ყველაზე პატარა, ზაზა ფაჩულიას უმცროსი ქალიშვილი ნუცა ამერიკაში დაიბადა. გოგონას გაჩენას მამა არ ესწრებოდა და მას სახელი უფროსმა დამ შეურჩია.

ზაზა ფაჩულია და მისი მეუღლე სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით გამოირჩევიან. თანამემამულეებს ზაზა „ვირტუალური რეალობით“ უკავშირდება და მის გარშემო მომხდარს უზიარებს. ამჯერად თაყვანისმცემლების ყურადღება ზაზას უმცროსმა ქალიშვილმა მიიქცია. პატარა ნუცა სამზარეულოში ნაყინს ჭამდა რა დროსაც ზაზამ გოგონა სასაცილო ვითარებაში დააფიქსირა. ნაყინით გათხუპნული ნუცა ძალიან საყვარლად გამოიყურება. გოგონას გარშემო ყველაფერი ნაყინითაა ამოსვრილი. მაგიდა, სახე და ორივე ხელიც კი, მაგრამ ეს ნუცას განწყობას არ უფუჭებს და თქვენც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.

33 წლის ფაჩულია NBA-ში 2003 წლიდან გამოდის, სადაც ბოლო სეზონამდე „ორლანდოში“, „მილუოკიში“, „ატლანტასა“ და „დალასში“ თამაშობდა. შარშან ზაფხულში, მან არჩევანი ვარსკვლავურ „გოლდენ სტეიტზე“, საკმაოდ დაბალი ხელფასის სანაცვლოდ, მაგრამ საჩემპიონო ბეჭდის მოპოვების იმედად შეაჩერა.

ყველა ახალი ამბავი
0