12:42 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2638)
14702 0 0

ყველასათვის ცნობილი ქორეოგრაფი და პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შეუდარებელი მოცეკავავე თავად გახდა ვარსკვლავი. სალომე ჭაჭუას „მეტყველი ილეთების“  შესრულებით ბევრი ადამიანი ცრემლამდე მიუყვანია. სექსუალური ქორეოგრაფი საკუთარ სკოლას ხელმძღვანელობს.

სალომე ჭაჭუა პოპულარობას მაშინაც არ კარგავს, როდესაც პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ სრულდება. ყოველ ახალ სეზონზე მოცეკვავე მეტად იხვეწება და არასდროს ჩერდება. მისი მოქნილი პლასტიკა და სექსუალური აღნაგობა უამრავი მამაკაცის მოწონებას იმსახურებს, მიუხედავად ამისა, სალომე ისევ მარტოა. თუმცა, რამდენჯერმე პირადი ცხოვრების აწყობას უშედეგოდ შეეცადა.

აღსანიშნავია, რომ იურისტების ოჯახში გაიზარდა. მისმა შემოქმედებითმა უნარმა და ხელოვნებისადმი სიყვარულმა ყველა წინააღმდეგობას გაუძლო და საქართველოში სამეჯლისო ცეკვების დედოფლად იქცა. პროფესიიდან გამომდინარე, სცენაზე მუდამ გამომწვევად აცვია. სცენის მიღმა კლასიკურ სტილს, საღამოს კაბებსა თუ სპორტულ ტანისამოსს ერთნაირი წარმატებით ირგებს. მოცეკვავე დროებით დასავლეთ აზიას, კერძოდ, ლიბანს ესტუმრა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს დროებითი სტუმრობაც არ არის. სალომე ჭაჭუა კარიერის გაგრძელებას ცხელ ქვეყანაში აპირებს. ამ ეტაპზე უცნობია, იცეკვებს თუ არა ემოციური მოცეკვავე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალ სეზონში.

სალომე ჭაჭუას თითოეულ ფოტოს უამრავი კომენტარი აქვს. თაყვანისმცემლები, მისი მოსწავლეები და არა მხოლოდ ისინი ქორეოგრაფს თბილი სიტყვებით ავსებენ. მათ შორის ცნობილი ქართველებიც გამოირჩევიან. „საუკეთესოთა შორის საუკეთესო ხარ“; „უმშვენიერესი... ელეგანტურობის განსახიერება!“; „ულამაზესი ხარ და უზომოდ მიყვარხარ!“ – ეხმაურებიან სალომეს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2638)

მთავარი თემები