Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რომელმა შემოახიეთ ჯინსი?“ – თამო ვაშალომიძე დუნდულებზე ამოჭრილი შარვლით ქალაქში მოძრაობს

© photo: Tamo Tamo Vashalomidze / FBთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებას სკანდალური ვარსკვლავები განსაკუთრებულად უყვარს. ინტერესის გამოწვევის მიზნით სატელევიზიო სახეები უამრავ ხერს მიმართავენ. ზოგმა აქტუალობა მრავალი წლის წინ მოიპოვა, ზოგი ახლა იძენს. მათ შორის არის თამო ვაშალომიძე. ეპატაჟური ცხოვრებით და ამბებით მან საქართველოში ბევრი აალაპარაკა.

თამოს სოციალური ქსელი ინტიმური ხასიათის ფოტოებითა და ვიდეოებით ივსება. მას უკვე 97 ათასი ვირტუალური მიმდევარი ჰყავს. ყველას აინტერესებს ფოტომოდელის პირადი ცხოვრება, მაგრამ ვერავინ გაიგო, თუ ვისი რჩეული იყო თამო და ვისგან ეყოლა ქალიშვილი. თამამმა და გულახდილმა თამო ვაშალომიძემ სამოდელო კარიერიდან ფოტომოდელობაში გადაინაცვლა. როგორც ჩანს, მოდური ჟურნალების ფურცლებზე აღარ ხვდება და ახლა სრულიად სხვა გეგმის შესრულებას შეუდგა.

თამოს შემოსავლის წყარო ფოტოსესიები და სხვადასხვა კომპანიებთან აქტიური თანამშრომლობაა. ამჯერად და უცვლელად თამო ვაშალომიძემ საკუთარ სოციალურ ქსელში სექსუალური ფოტო განათავსა. ძველი თბილისის ხედის ფონზე გადაღებულ სურათში თამოს უკანალზე ამოჭრილი შარვალი აცვია და თეთრი მოკლე ტოპით პოზირებს. მის უახლეს ფოტოს რამდენიმე საათში 2 ათასი მოწონება აქვს. როგორც ჩანს, თამოს სკანდალური ცხოვრება და შიშველი ტანი აქტუალობას არ კარგავს.

საზოგადოებისთვის ცნობილი ფოტომოდელი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ლამაზი ფოტოსესიებით ანებივრებს. ქართველი ცნობადი სახის სექსუალური ხასიათის სურათებს უამრავი მოწონება აქვს. გარდა გაზიარებული ფოტოსესიებისა, Instagram-ზე მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღონ. თამო ვაშალომიძე ყურადღების მიქცევას მიმზიდველი ფორმებით, გამომწვევი ჩაცმულობით და ეპატაჟურობით ცდილობს. მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებს 40 000-მდე ნახვა, ხოლო ფოტოებს 4 000-ზე მეტი მოწონება აქვს. აღსანიშნავია, რომ ვაშალომიძე სხვადასხვა თოქ-შოუებში რეიტინგულობით გამოირჩევა და სასურველი სტუმარია.

ყველა ახალი ამბავი
0