Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„კარზე სანთლით დახატული ჯვარი დამხვდა“ – შორენა ბეგაშვილს ჯადო გაუკეთეს?

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე დღის წინ შორენა ბეგაშვილმა იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობა გამოაქვეყნა. მსახიობმა ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან დაშორებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ მისი დაქორწინების შესახებ მხოლოდ ნანაძესთან დაშორების შემდეგ გაიგო.

სკანდალს სკანდალი მოჰყვება. შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაც ასე ვითარდება. ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან გამოქვეყნებულმა ფოტომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. უამრავი ადამიანი ეხმაურებოდა შორენას და უკომენტარებდნენ, რომ ასაკით უფროს მამაკაცთან ურთიერთობა არ უხდებოდა. შემდეგ შორენამ მამაკაცთან გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებამ ის ფაქტიც შენიშნა, რომ პოპულარულმა არტისტმა პარტნიორს სოციალურ ქსელში „გამოწერა“ გაუუქმა. ამის მერე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შორენა ქმარს დაშორდა, რომელთანაც ექვსწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა.

ქართულ შოუ-ბიზნესში შორენა ბეგაშვილზე აქტუალური ადამიანი არ არსებობს. მასზე საუბრობენ ყოველთვის და ყველგან. შორენა კი საზოგადოებას ამის მიზეზს არ აკლებს. პოპულარული ქართველი მსახიობი ქმარს რამდენიმე დღის წინ დაშორდა, ახლა თავისუფალია და მარტოობით ტკბება. ახლა კი, მის მიერ გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, მსახიობი ვარაუდობს, რომ მას ჯადო გაუკეთეს.

„არ ვიცი, აქ რამდენად ჩანს, მაგრამ დღეს კარს რომ ავხედე სანთლით დახატული ჯვარი დამხვდა. ავადმყოფ სხეულში ავადმყოფი სულია!“ – დაწერა შორენა ბეგაშვილმა. შორენას თაყვანისმცემლები გაუგებარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ზოგი ხუმრობს და ამხნევებს, ზოგი კი „ჯადოს მოხსნის“ რეცეპტებს უზიარებს. აი, რას წერენ ცნობილი და უცნობი სახეები: „ყოველ საღამოს კიპრიანე და იუსტინას ლოცვას ვკითხულობ. არ დაგეზაროს გააკეთე. ვერ მოგერევა ვერავინ... წაიღეს ტვინი რა!“; „ვაი მაგის პატრონს ვინც ეს გააკეთა...“;  „გაიგე ეხა დაგლოცეს თუ დაგწყევლეს“; „თქვენი თავისუფლების ამბავი გაიგეს და შეგილოცეს!“

ყველა ახალი ამბავი
0