Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნიკა გვარამიას შვილები სოციალურ ქსელს იპყრობენ – როგორ გამოიყურებიან დედმამიშვილები

© Photo: Courtesy of Nika Gvaramiaნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკა გვარამიას სამი შვილი ჰყავს – გიკო, სანდრო და ქეთევანი (ქექე). მათგან უმცროსი გოგო-ბიჭი იურისტის პირად გვერდზე ბევრ ადამიანს აერთიანებენ, მათი გამოჩენა დიდ ყურადღებას იწვევს. ნახეთ, როგორ გამოიყურება და-ძმა...

ცნობილი იურისტი, საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი და „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენდირექტორი ნიკა გვარამია დღევანდელ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანად ითვლება. საკმარისია გვარამიამ რომელიმე ტელეარხთან, ტელეგადაცემასა თუ გაზეთში რაიმე კომენტარი გააკეთოს, მის ნათქვამს საზოგადოება მალე იტაცებს.

ნიკა გვარამია 2008 წლის 27 ოქტომბრიდან 2009 წლის 7 დეკემბრამდე განათლებისა და მეცნიერების მინისტრიც იყო. ახლა მოდური და ხშირად ექსტრავაგანტული ტელესახე „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და მფლობელია.

ნიკა გვარამია პირად ურთიერთობებზე საჯაროდ არასდროს საუბრობს, მაგრამ ყველას ახსოვს მისი ვრცელი პოსტი. გამოქვეყნებულ ემოციურ ტექსტში გვარამია მეუღლეს – სოფოს მადლობას და ბოდიშს უხდიდა. გულის ამაჩუყებელი პოსტის ამონარიდი: „...მაპატიე, რომ იმ აღიარების უმძიმეს წუთებში ყველაზე და ყველაფერზე ვიფიქრე, შენს გარდა. ყველას და ყველაფერს გავუფრთხილდი, შენს გარდა. ყველას და ყველაფრისთვის ვიბრძოლე, შენს გარდა... მადლობა, რომ მყავხარ და გიყვარვარ იმაზე მეტად, ვიდრე ვიმსახურებ“.

ფოტოების გათვალისწინებით, ნიკას ვაჟი უფრო მეტად ჰგავს, ვიდრე ქალიშვილი. ჟღალთმიანი ბიჭუნა და შავთმიანი გოგონა დედა-მამის პროტოტიპები არიან. როგორც ნიკა აღნიშნავს, შვილებთან ბევრ დროს ვერ ატარებს. ბავშვები სრული დატვირთვით მეცადინეობენ, მამა კი პოლიტიკურ საქმეებს არკვევს და არხის ინტერესებს იცავს.

ნიკა გვარამია დიდი სკანდალებით და გახმაურებული საქმეებით გამოირჩევა. შეგახსენებთ, გვარამიას 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათასი ლარის გირაო შეუფარდა, მას საქართველოს საზღვრის დატოვებაც შეეზღუდა.

ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს სახით შეფარდებული თანხის გადახდას არ აპირებდა, მაგრამ მოგვიანებით აღნიშნული თანხის რაოდენობა სრულიად დაფარა.

ყველა ახალი ამბავი
0