Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა“ – ჩცდ-ის „ჩიკა“ დაქორწინდა – ფოტოები ქორწილიდან

© courtesy of My wife's friendsანი ჩირაძე
ანი ჩირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქორწილი თელავში შედგა, წყვილს საკმაოდ არაორდინარულად ეცვა.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ გმირი „ჩიკა“, რომლის როლსაც მსახიობი ანი ჩირაძე ასრულებს, დაქორწინდა. მისი რჩეული ცნობილი მზარეული კოტე თედელურია.

ქორწილის ფოტოებს ცნობილი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ავრცელებს. აღმოჩნდა, რომ წყვილმა ხელის მოწერა თელავში გადაწყვიტა, მეჯვარეებად კი სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანი და მსახიობი ეკა ჩხეიძე აირჩიეს.

მსახიობი და იურისტი ანა ჩირაძე, მსახიობობის პარალელურად, გარკვეული პერიოდის მანძილზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. კონტანტინე თედელური კი ერთ-ერთი რეიტინგული კულინარიული გადაცემა „მასტერ-შეფის“ შეფია.

კონსტანტინე თედელური სარესტორნო სფეროში 2005 წლიდან მუშაობს. იგი ყველასგან გამოირჩევა თავისი ექსტრავაგანტული კონცეპტ-სივრცეებით. არის რამდენიმე კონცეპტუალური სივრცის დამაარსებელი. წყვილს პირველი ქორწინებიდან შვილები ჰყავთ.

ყველა ახალი ამბავი
0