12:48 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2638)
2000 0 0

ცნობილ ჟურნალისტს სამი შვილი ჰყავს. მათ შორის უფროსი ანანო ლევიძეა. გოგონა სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნახეთ, ვის ჰგავს „გიჟმაჟა პრინცესა“, როგორც მას ეკა უწოდებს...

ცნობილ ქართველ ჟურნალისტს ეკა ხოფერიას დიდი ოჯახი ჰყავს. ტელეწამყვანი მეორედ ექიმ მიშა ხუჯაძეზე წლების წინ დაქორწინდა. გარკვეული პერიოდის მანძილზე ისინი საფრანგეთში ცხოვრობდნენ. ეკას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი – ანანო ლევიძე ჰყავს. როგორც თავად სხვადასხვა ინტერვიუში იხსენებს, ანანოს მამინაცვლის მიმართ ეჭვიანობა გაუჩნდა, მაგრამ მიშას გულწრფელობამ და სიკეთემ ყველაფერი შეცვალა. ახლა გოგონა და დედის ახალი რჩეული მეგობრები არიან. ანანოს გარდა ეკას ორი ვაჟი შეეძინათ. მიშა და ეკა ბიჭების გაზრდაში დიდ ძალისხმევას იჩენენ.

ეკა ხოფერიას ქალიშვილი ესპანეთში სწავლობს. მანამდე კი, მშვენიერი გოგონა ინგლისში ცხოვრობდა და ბიზნესის კურსს ეუფლებოდა. მისი ბანკეტის ფოტოები სოციალურ ქსელში ძალიან სწრაფად გავრცელდა. დედა-შვილი ნამდვილად შეუდარებლად გამოიყურებოდა. ანანო სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, მაგრამ თანატოლებს შორის პოპულარულია. სტუდენტი გოგონა შეყვარებულია და საკუთარ გვერდზე ფოტოც გამოაქვეყნა.

როგორც ჩანს, ეკა შვილთან განშორებას ვერ ეგუება. ანანოს ხშირად სტუმრობს და მის ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი სიხარულით აქვეყნებს. ე.წ „სთორიზე“ ერთ-ერთ გამოქვეყნებულ ფოტოზე ხუჭუჭათმიანი ანანო ჩანს. აშკარაა, ფოტო ევროპის გამორჩეულ კურორტზეა გადაღებული. ყველასათვის საყვარელმა ჟურნალისტმა სურათს „გიჟმაჟა პრინცესა სახელად ანა“ დაარქვა.

ეკას ქალიშვილმა ზაფხული მშობლიურ თბილისში გაატარა, მაგრამ სექტემბრის დასაწყისმა ეკა ხოფერიას შვილი ისევ სასწავლებლად შორეულ ბარსელონას დაუბრუნა. ჟურნალ „სითის“ მთავარმა რედაქტორმა ქალიშვილს მორიგი ემოციური პოსტი მიუძღვნა. „წავიდა ისევ. აი, ასე უცებ, თუმცა უცებ კი არადა, ნელნელა ვხვდები, რომ დიდია!“ – დაწერა ეკა ხოფერიამ.

 



 

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2638)

მთავარი თემები