Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ასე მხოლოდ დედა-შვილს შეუძლია ერთმანეთისთვის გაღიმება“ – ნინი ბადურაშვილი შვილთან ერთად

© Photo: Nini Badurashvili / FBნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინი ბადურაშვილის ცხოვრებას თვალყურს ბევრი ადამიანი ადევნებს. მეტიც, მისი პირადი ცხოვრებით დაინტერესებული ადამიანები ნინის მეორედ დაოჯახებას ცდილობენ. არტისტი შვილთან ერთად ისვენებს. საზოგადოება პატარა ელენემ აღაფრთოვანა.

ნინი ბადურაშვილი, თაყვანისმცემლების დიდი მოლოდინის შემდეგ, 2012 წელს დაოჯახდა. მისი რჩეული ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე გახდა. ამ ქორწინებიდან ნინის ქალიშვილი ელენე ჰყავს. მომღერალმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა. ნინი და მისი ქალიშვილი ოჯახურ ვითარებაში ყვავილების ფონზე ერთმანეთს ეხუტებიან. უთბილესმა ფოტომ სულ ერთ საათში 2000-მდე მოწონება მიიღო. აღსანიშნავია, რომ ნინი საზოგადოების წინაშე პატარა გოგონასთან ერთად არც ისე ხშირად ჩნდება. ნინი და მისი ოჯახის წევრები კი აქტუალობას წლებია არ კარგავენ.

ელენე უკვე 6 წლისაა. ბადურაშვილების ოჯახმა გოგონა სკოლაში მიიყვანა. საკმარისია პოპულარულმა მომღერალმა შვილის ახალი ფოტოები გამოაქვეყნოს და ელენეს განხილვა არ წყდება. სკოლის მოსწავლე და პოპულარული დედის შვილი, როგორც ჩანს, სწავლისთვის მოწადინებულია. ამის შესახებ „იმედის დილის“ ერთ-ერთ გადაცემაში მომღერალმა თავად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელენეს სწავლა არ უჭირს.

ნინის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოებიდან ირკვევა, რომ მასში დედის გენეტიკა დომინირებს მიუხედავად იმისა, რომ გოგონას მამას ამსგავსებენ. ეკა კახიანი ვოკალში ამეცადინებს და პატარა ელენე მაღალ ტონალობაზე დედასავით მარტივად გადადის. ელენე, თავის მხრივ, მონდომებით მღერის როგორც ქართულ, ასევე ინგლისურენოვან სიმღერებს. ალბათ ბიზნესმენის ქალიშვილი მომავალი მსახიობი ან მომღერალი გახდება.

ყველა ახალი ამბავი
0