04:29 20 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
ნუკი კოშკელიშვილი

„უსამართლობის დედა ვატირე...“ - რაზე წუხს ნუკი კოშკელიშვილი

© Photo: Nuki Koshkelishvili / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (864)
89 0 0

უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ნუკი კოშკელიშვილი ქართველ ვარსკვლავებს შორის სოციალურ ქსელში ყველაზე აქტიურია

მოდელმა ნუკი კოშკეშილიშვილმა Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა და თავის გულშემატკივრებს ახალი სასაუბრო თემის შერჩევა შესთავაზა. გოგონა ხშირად წერს დიეტებსა და წონის კლებაზე. როგორც ნუკი ამბობს, დიეტებზე ბევრმა საუბარმა „ჭკუიდან გადადგა“.

„დრო ძალიან გარბის... და უსამართლობის დედა რომ ვატირე, ქალებს უფრო გვეტყობა ასაკი და უფროც გვეშინია. აი, ნამდვილი უსამართლობა, კაცი მშვენდება (უმეტეს შემთხვევაში) და ჩვენ (სამწუხაროდ) არა... მაგრამ ეს დეპრესიული საუბარი გვერდზე იყოს. თუ დავიწყე დროზე და სიბერეზე და დაკარგულ წლებზე, მიმიქარავს წონაზე საუბარი, ვერ გამაჩერებთ. სხვა რაღაც მაინტერესებს, აი, დღეიდან 30 წელიწადში სად ხედავთ თქვენს თავს? რას აკეთებთ? ვისთან ერთად ხართ? ცოტა ფანტაზია ჩავრთოთ“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.

მოდელი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ტელეწამყვანი შტატებში დაოჯახდა და მალე ვაჟი შეეძინა. ამის შემდეგ მის მიმართ ყურადღება არ წყდება. ფეხმძიმობისას წონაში მოიმატა და, როგორც ჩანს, ეს აკომპლექსებს. სოციალურ ქსელში ჭარბწონიანი ქალები მისი დიეტებისა და პოსტების ირგვლივ გაერთიანდნენ, რათა ნუკისთან ერთად არასასურველი კილოგრამები მოიშორონ.

ყოფილმა მოდელმა, როგორც თავად აღნიშნავს, 8 კილოგრამი დაიკლო. ამ შედეგამდე ნუკი დიდი ძალისხმევის შედეგად მივიდა და სიხარულს ყველას უზიარებს. ფეხმძიმობის შემდეგ მსახიობი ახალი გამოწვევების წინაშე იყო. ამიტომ ახლა, არასასურველი კილოგრამების დაკლების შემდეგ სექსუალური ფოტოსესია გამართა. პიკანტურ ფოტოებზე ნუკის რადიკალური ცვლილება კარგად ჩანს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (864)

მთავარი თემები