01:21 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
განო მელითაური

„გმირობაა იცავდე ქალზე „მოძალადეს“, როდესაც თავად ხარ ძალადობის მსხვერპლი“– განო მელითაური

© FB / Nini Dedalamazishvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
1037302

განო ფიქრობს, რომ მენაგვე ნაგავს ქუჩაში ვერ დატოვებს, ასევე ექიმი პაციენტს ვერ გაიმეტებს სასიკვდილოდ, გიჟს, მკვლელს, მოძალადეს და ავანტიურისტს თანაბრად ესაჭიროება ფსიქოლოგის დახმარება.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ყოფილი ტელეწამყვანი განო მელითაური თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებულ დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს და წერს, რომ მისთვის გმირობაა, რომ ის ამდენ აგრესიას იგერიებს.

განო ფიქრობს, რომ მენაგვე ნაგავს ქუჩაში ვერ დატოვებს, ასევე ექიმი პაციენტს ვერ გაიმეტებს სასიკვდილოდ, გიჟს, მკვლელს, მოძალადეს და ავანტიურისტს თანაბრად ესაჭიროება ფსიქოლოგის დახმარება და უპირობოა პროფესიონალის გზა, მით უმეტეს, როდესაც პროფესიად ადამიანების დაცვას ირჩევ.

„ჩაისვარა, ქადჟი...“ – ინგა გრიგოლია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეზე >>>

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10000-ლარიანი გირაო შეეფარდა. სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში დადანაშაულებულ ჯიშკარიანს თამთა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე მოწმეებთან კონტაქტი აეკრძალა.

საქმის პროკურორის თამარ იაკობიძის განცხადებით, ჯიშკარიანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება სრულად უზრუნველყოფს მოსალოდნელ საფრთხეებს. პროკურორი ადასტურებს, რომ დაზარალებული თამთა თოდაძის კუთვნილი მობილური ტელეფონი ამ დრომდე ამოღებული არ არის.

გამოტანილ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება თამთა თოდაძის უფლებების დამცველი. ადვოკატის თქმით, ჯიშკარიანი ხელს შეუშლის ობიექტურ გამოძიებას, რადგან ჯიშკარიანი გავლენიანი პოლიტიკოსია და მმართველი პარტიის ლიდერებთან ახლო ურთიერთობა აქვს.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასტურდება. გირაოს შეფარდების და არა პატიმრობის მოთხოვნის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო. უფლებადამცველები პროკურატურისგან შესაბამის ახსნა-განმარტებას მოითხოვენ.

მთავარი თემები