Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ხატია სიჭინავას დედამთილი იუბილარია – ნახეთ როგორ ულოცავს ჟურნალისტი დაბადების დღეს

© courtesy of Khatia Sichinavaრამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა საფრანგეთში
რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა საფრანგეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალბათ ბევრს ახსოვს რძალ-დედამთილს შორის დაპირისპირება, რომელიც საჯარო სივრცეში მიმდინარეობდა. ხატიამ და მისმა დედამთილმა სოციალურ ქსელში ერთმანეთს ბევრი უსიამოვნო ფრაზა დაუწერეს.

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან.

რამდენიმე წლის წინ, სანამ სიჭინავას დედამთილი „ფეისბუქის“ სწორად გამოყენებას ისწავლიდა, გაირკვა, რომ ჟურნალისტს დედამთილთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ამ ამბავს დიდი ხნის მანძილზე განიხილავდა სრულიად ინტერნეტ-სივრცე და აღარც ხატიას დაუმალავს წყენა.

მაშინ დედამთილმა ხატია საჯაროდ დაწყევლა კიდეც და განაცხადა, რომ მაშინ გაუბედურდა, როცა ხატია მის ოჯახში შევიდა. დედამთილმა რძალს წარსულიც შეახსენა არაკორექტულ კონტექსტში. ხატიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მიუხედავად ბევრი მცდელობისა, დედამთლთან ურთიერთობა ვერ დაალაგა, თუმცა ამას ხალხში მალავდა.

თუმცა ბოლოს რამაზ ნოზაძის დედას შეურიგდა და ახლა გადასარევი ურთიერთობა აქვთ, იმდენად, რომ რძალ-დედამთილი სერიალებსაც ერთად უყურებს.

ხატიამ გუშინ Instagram-ზე დედამთილს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

ყველა ახალი ამბავი
0