01:18 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
ლიკა ქორქია

„თავი მოიწამლა, ელოდებიან გამოღვიძებას, რომ გარეთ გაიყვანონ და დააწვინონ ქუჩაში...“

© Photo: Lika Qorqia / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (921)
268301

მოდელი ლიკა ქორქია ცნობილი კომპოზიტორის მეუღლეზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ავთო შარვაძის ქვრივმა თინა იმნაძემ გამოსახლების წინ თავი მოიწამლა. ის თვითმკვლელობით ჯერ კიდევ გუშინ იმუქრებოდა. ინფორმაციას თინა იმნაძის მეზობელი, მოდელი ლიკა ქორქია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, ქალი სასწრაფომ ძლივს გადაარჩინა და ექიმები ჯერ არ ტოვებენ მას.

თინა იმნაძის ახლობელი შოთა იმნაძე ამბობს, რომ 2007 წელს თინას ერთ-ერთმა მეზობელმა მოტყუებით ხელი მოაწერინა დოკუმენტზე. აღმოჩნდა, რომ მეზობელმა იმნაძის სახლი იპოთეკაში 45 000 დოლარის სესხის სანაცვლოდ ჩაადებინა. შოთა იმნაძე აღნიშნავს, რომ ფსიქიკური პრობლემების გამო ქალბატონი თინა ვერ აცნობიერებდა რას აწერდა ხელს.

დღეს 16:00 საათზე კი თინა იმნაძეს აღსრულების პოლიცია სახლიდან გამოასახლებს, რის გამოც ის თვითმკვლელობით იმუქრება.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (921)

მთავარი თემები