00:24 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
კესარია აბრამიძე

„როგორ გიხდება, ღმერთო...“–კესარია აბრამიძემ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა და ქერა გახდა–ფოტო

© Photo: Kesaria Abramidze / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (724)
1080810

მას ხშირად პოპულარულ და სექსუალურ მსახიობს შორენა ბეგაშვილს ადარებენ, თუმცა კესარია ყოველთვის ამბობს, რომ დედას ჰგავს.

სკანდალური, ეპატაჟური, ინტრიგებით აღსავსე – საზოგადოება კესარია აბრამიძეს ამ სიტყვებით მოიხსენიებს. მიუხედავად ამისა, ყველასათვის ცნობილი ქართველი ფოტომოდელი გაღიზიანებას ნაკლებად იწვევს. მისი ცხოვრებით უამრავი ადამიანი ინტერესდება და ამას კესარიას სოციალური ქსელის მოწონებებიც ამტკიცებს. კესარიას თქმით, მას პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია. თაყვანისმცემლებს მის სიტყვებში ეჭვი შეეპარათ. ამიტომ ფოტომოდელმა დედის სურათი გამოაქვეყნა და ყველაფერი ნათელი გახდა.

მშვენიერ კესარია აბრამიძეს სილამაზით არანაკლები ოჯახის წევრები ჰყავს. რამდენიმე ხნის წინ მოდელმა უმცროსი სტუდენტი დის ფოტო გამოაქვეყნა და საზოგადოება აღაფრთოვანა. კესოს დას, დედასთან შედარებით, საჯაროდ გამოჩენა არ უყვარს. ამიტომ საკმარისია საზოგადოებისთვის ცნობილმა ქართველმა ოჯახის წევრების ფოტო გამოაქვეყნოს, მათზე საუბარი არ წყდება.

მოგეხსენებათ, კესარია აბრამიძე ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში „მის ტრანს ვარსკვლავი 2018” მონაწილეობდა. როგორც ფოტომოდელი აღნიშნავს, ეროვნული სამოსის ტურზე ქართული ტრადიციული კაბა უნდა წარედგინა, მაგრამ საქართველოში სხვადასხვა მოდის სახლებში მისულს, კესარიას უარი განუცხადეს და ეროვნული სამოსი „მის ტრანს ვარსკვლავის“ კონკურსზე არ გაატანეს.

სოციალურ ქსელში აქტიური კესო თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს. ფოტო-ვიდეოგადაღებების გარდა კესარია მათ კითხვებს ინტენსიურად პასუხობს. მას ხშირად პოპულარულ და სექსუალურ მსახიობს შორენა ბეგაშვილს ადარებენ, თუმცა კესარია ყოველთვის ამბობს, რომ დედას ჰგავს.

ცოტა ხნის წინ კესარიამ სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც იმიჯი რადიკალურად აქვს შეცვლილი. მან თმა შეიღება და შეიჭრა. სოციალური ქსელის მომხმარებლები გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული არიან.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (724)

მთავარი თემები