07:45 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
შორენა ბეგაშვილი და მისი ქალიშვილი ევა ბარბაქაძე

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის მორიგი ფურორი: საზოგადოება აღფრთოვანებას ვერ მალავს – ფოტო

© FB / Shorena Begashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (724)
763620

ევა ბარბაქაძის ახალი სურათები სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით ვრცელდება. ცნობილი დედის ცნობილი ქალიშვილი აქტიურობით არ გამოირჩევა. თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ ევა ბარბაქაძე სილამაზით დედას ჩრდილავს. უახლესმა ფოტომ უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა.

შორენა ბეგაშვილის თქმით, ის და ევა ერთად იზრდებოდნენ. რუსთავში გაზრდილი გოგონა წარმატებისკენ დიდი ნაბიჯებით, მრავალი სირთულის მიუხედავად მიდიოდა. შორენა ხშირად იხსენებს, რომ სკოლაში გაკვეთილებს ორი სამსახურის გამო აცდენდა. დაბრკოლებებმა სექს-სომბოლოდ ქცეული მსახიობი არ შეაშინა და მალე ბეგაშვილი თბილისში კარიერის დასაწყებად ჩამოვიდა. ცნობილია, რომ  შორენას და ევას განსაკუთრებული დედაშვილობა აკავშირებთ. ევას ტრაგიკულმა ისტორიამ მთელი საქართველო შეძრა, რის გამო შორენას ქონების დიდი ნაწილის გაყიდვა მოუწია. შეგახსენებთ, ულამაზესმა ევამ ხერხემალზე 17 ოპერაცია გადაიტანა. მის შემთხვევას თურქმა ექიმებმა სასწაული უწოდეს და ფეხზე დიდი ძალისხმევის შედეგად დააყენეს.

მშვენიერი შორენა ბეგაშვილი და ულამაზესი ევა ბარბაქაძე საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და ცნობილი დედა-შვილია. ევამ სკოლა წელს დაამთავრა. აქტიური სოციალური ცხოვრება დროებით აბიტურიენტობამ, ახლა კი სტუდენტობამ ჩაანაცვლა. ცნობილი გახდა, თუ სად და რა სპეციალობაზე ჩააბარა სუპერვარსკვლავის ქალიშვილმა. ევამ მომავალი ადამიანის სულს დაუკავშირა. სულ მალე საქართველოს ახალი პროფესიონალი ფსიქოლოგი ეყოლება.

შორენა ბეგაშვილის ერთადერთი ქალიშვილი მალე დედის პოპულარობას დაჩრდილავს. ცნობილი მსახიობის შვილი უამრავ ადამიანს ხიბლავს. მისი თანატოლი ბიჭები ფოტოს კომენტარებში თინეიჯერს გამოხმაურებას, ხოლო შორენას ევას Instagram-ის ან Facebook-ის გასაჯაროებას სთხოვენ. ევას ყოველ ახალ ფოტოს 12 ათასზე მეტი მოწონება აქვს. როგორც ჩანს, გოგონას ცნობილი მსახიობებისა და სატელევიზიო სახეების შვილიშვილები და შვილები ემეგობრებიან. ამჯერად ევას ერთ-ერთმა მეგობარმა ნატალია ყიფშიძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. შორენა ბეგაშვილის გვერდზე ევა დიდი პოპულარობით სარგებლობს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (724)

მთავარი თემები