ტაქსების კომპანია Maxim ბათუმში მგზავრობის ღირებულების ზრდას ამ ეტაპზე უსაფუძვლოდ მიიჩნევს

გამოწერა
ბათუმში მძღოლების საპროტესტო აქციის საპასუხოდ კომპანიაში აცხადებენ, რომ Maxim-ს მგზავრობის ტარიფი არ შეუმცირებია, უბრალოდ ის ტურისტულ სეზონამდე არსებულ დონეს დაუბრუნდა.

თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. ტაქსების კომპანია Maxim მზად არის ბათუმში საპროტესტო აქციაზე გამოსულ მძღოლებთან დიალოგის გზით მოაგვაროს პრობლემები, ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ კომპანიაში განუცხადეს.

8 ოქტომბერს ბათუმში ტაქსების კომპანია Maxim-ის მძღოლების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც ტაქსის მგზავრობის ტარიფის გაზრდა ან მგზავრობის საფასურიდან კომპანიის წილის შემცირება მოითხოვა.

ტაქსი - Sputnik საქართველო
ბათუმში ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

კომპანიაში აცხადებენ, რომ ბათუმში გამართულ აქციაში კომპანიის მძღოლების უმრავლესობა არ იღებდა მონაწილეობას, რადგან იციან, რომ ფასების უსაფუძვლო ზრდა შეამცირებს ტაქსის მომსახურების მსურველთა რაოდენობას, რის გამოც ისინი თავად დაზარალდებიან.

„მგზავრობების ღირებულება ითვალისწინებს კონკურენციას, მოთხოვნასა და მიწოდებას, ბალანსს მძღოლების მხრიდან შემოსავლის მიღების სურვილსა და მგზავრების ინტერესებს შორის, რომლებისთვისაც მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მისი შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ბაზრის მაჩვენებლების ანალიზის შემდეგ“, – განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ კომპანია „მაქსიმის“ ოფისის ხელმძღვანელმა ბათუმში თემურ ქობულაძემ.

კომპანია „მაქსიმი” 2003 წელს დაარსდა და 2014 წლამდე მხოლოდ რუსეთში ოპერირებდა. ამჟამად ის არის საერთაშორისო სერვისი, რომელსაც თავისი წარმომადგენლობები აქვს საქართველოში, ასევე უკრაინაში, ბელარუსში, ბულგარეთში, იტალიაში, ჩეხეთში, კვიპროსში, მონტენეგროში, აზერბაიჯანში, ტაჯიკეთში, სომხეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ინდონეზიაში, მალაიზიასა და მონღოლეთში.

 

ყველა ახალი ამბავი
0