სამცხე-ჯავახეთში ეროვნული უმცირესობებისთვის ბიბლიოთეკები და საკვირაო სკოლები იხსნება

გამოწერა
ინიციატივა ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის მხარდაჭერისკენაა მიმართული.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ახალქალაქის რაიონის სოფლებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური სომხები არიან, ახალი ბიბლიოთეკები და საკვირაო სკოლები გაჩნდება – ბავშვებს ღია გაკვეთილებს თბილისიდან ჩასული სპეციალისტები ჩაუტარებენ.

საპროტესტო აქცია რუთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
ლოცვები, შიმშილობა და სექს-უმცირესობები: თბილისი საპროტესტო ტალღამ მოიცვა

პროექტის მიზანი კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების დახმარებით ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის მხარდაჭერაა.

შესაბამისი მემორანდუმი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA), კომპანია Gulf Georgia-ს და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალაქალაქში" ფარგლებში გაფორმდა.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის სოფლებში საკვირაო სკოლების გახსნის ინიციატივით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი და ტელეწამყვანი გიორგი კეკელიძე გამოვიდა.

„გადავწყვიტე და შეთანხმებულ შაბათ-კვირას გაკვეთილებს ჩავატარებ ახალქალაქის სოფლებში, სადაც ჩვენი სომეხი თანამოქალაქეები ცხოვრობენ. ამ კვირაში გაკვეთილებს ვიწყებ ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში. ვაგრძელებ ქუთაისში, ოზურგეთში და, ცხადია, თბილისშიც. ვასწავლი უმცროსკლასელებს (მეორედან მეხუთეს ჩათვლით). ვასწავლი დიდი იმედით და მონდომებით მათი უკეთესი მომავლისთვის და, ცხადია, უკეთესი საქართველოსთვის", – დაწერა კეკელიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე.

ბიბლიოთეკების გახსნა ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტ „ეკვილიბრიუმის" ფარგლებში გაიმართება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მთელი საქართველოს სოფლის სკოლები მარაგდებიან კომპიუტერებითა და წიგნებით. გარდა ამისა, თუ რომელიმე სოფელში ბიბლიოთეკა ამჟამად არ ფუნქციონირებს, მას ან აშენებენ, ან ანახლებენ.

„ეკვილიბრიუმი" 2012 წლიდან ხორციელდება. ამ დროის განმავლობაში ახალი წიგნებითა და კომპიუტერებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ასობით სკოლა აღიჭურვა.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ევროკავშირის მხარდაჭერით ეროვნული ბიბლიოთეკის მსგავსი პროგრამების განხორციელება საქართველოს იმ რაიონებშიც იგეგმება, სადაც ეროვნული უმცირესობები ცხოვრობენ.

ყველა ახალი ამბავი
0