21:43 22 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3158
  • 100 RUB4.6607
  • USD2.9701
სულგუნი

ქართულმა ყველმა პორტალ Food Insider-ის ყურადღება მიიპყრო

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (470)
5620

ქართული ყველი თავისი პიკანტურობითა და საუცხოო გემოთი მსოფლიოს გახარებას აგრძელებს.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ქართული ყველი სულგუნი პოპულარული კულინარიული პორტალი Food Insider-ის  ახალ ვიდეოკლიპში მოხვდა.

„მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ფორმის, ფაქტურისა და ფერის ყველი არსებობს. ყველს სხვადასხვანაირად მიირთმევენ. ზოგიერთი ყველის წარმოების შესახებ ლეგენდები და მითები არსებობს. მოდით, ვნახოთ, როგორ გამოიყურება ყველი მთელი მსოფლიოდან“, – ამბობენ ვიდეოს ავტორები. 

ქართული სამზარეულოს გვერდით Food Insider-ის ყველის მსოფლიო რუკაზე ასევე არის ყველი კვიპროსიდან, ფინეთიდან, იტალიიდან, ინგლისიდან, შვეიცარიიდან, დანიიდან, ხორვატიიდან, მექსიკიდან, ჰოლანდიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან და აშშ-დან.

„სულგუნის სამშობლო სამეგრელოს რეგიონია. იგი მზადდება თერმული დამუშავებით. მას ხშირად მიირთმევენ საუზმეზე და იყენებენ ქართული ხაჭაპურის მომზადებისას“, – ნათქვამია ვიდეორგოლში. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტში ამერიკულმა გამოცემამ Saveur ქართული ყველის სახეობებს მიუძღვნა სტატია „საქართველოს მივიწყებული ყველი“. მასში ჟურნალისტი დევიდ ფარლი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებულ ყველის მრავალსახეობაზე საუბრობს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საქართველოში ყველის წარმოება 8 ათას წელს ითვლის. დღეისათვის ქვეყანაში ოფიციალურად ყველის 14 სახეობაა დარეგისტრირებული. ესაა დამბალხაჭო, ჩოგი, ტენილი ყველი, კობი, აჭარული ჩეჩილი, მესხური ჩეჩილი, მეგრული სულგუნი, სულგუნი, სვანური სულგუნი, გუდა, თუშური გუდა, იმერული ყველი და ქართული ყველი.

თემები:
საქართველო და კულტურა (470)

მთავარი თემები