თბილისი მედიის თავისუფლების თემაზე სამხრეთ კავკასიის მე-16 მედიაკონფერენციას მასპინძლობს

© Sputnik / Alex Shlamovთბილისი მედიის თავისუფლების თემაზე კონფერენციას მასპინძლობს
თბილისი მედიის თავისუფლების თემაზე  კონფერენციას მასპინძლობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ციფრული ტექნოლოგიების პირობებში ახალი ამბების შექმნისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში უცხოელი ექსპერტები და ჟურნალისტები მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მე-16 სამხრეთკავკასიურ კონფერენციაზე შეიკრიბნენ, რომელიც მასმედიის თავისუფლების განმტკიცებისა და არახელსაყრელ გარემოში ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება. ღონისძიება ეუთოს მხარდაჭერით ტარდება.

კონფერენციის თემებია: ციფრული ტექნოლოგიების პირობებში ახალი ამბების შექმნა და გავრცელება, ჟურნალისტების უსაფრთხოება პოლიტიკური ცვლილებების დროს და რეგიონში მიმდინარე პროცესები. კონფერენციის სპიკერები იქნებიან საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლები.

© Sputnik / Alex Shlamovთბილისი მედიის თავისუფლების თემაზე კონფერენციას მასპინძლობს
თბილისი მედიის თავისუფლების თემაზე სამხრეთ კავკასიის მე-16 მედიაკონფერენციას მასპინძლობს - Sputnik საქართველო
თბილისი მედიის თავისუფლების თემაზე კონფერენციას მასპინძლობს

„ჩვენთვის დიდი პატივია ამ კონფერენციის მასპინძლობა. ვფიქრობ, რომ ასეთი ღონისძიებები დაგვეხმარება გავიგოთ, თუ რომელ დონეზე ვართ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების საკითხებში", – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ღონისძიების გახსნაზე.

ღონისძიებაზე ორასზე მეტი მონაწილეა დარეგისტრირებული.

© Sputnik / Alex Shlamovთბილისი მედიის თავისუფლების თემაზე კონფერენციას მასპინძლობს
თბილისი მედიის თავისუფლების თემაზე სამხრეთ კავკასიის მე-16 მედიაკონფერენციას მასპინძლობს - Sputnik საქართველო
თბილისი მედიის თავისუფლების თემაზე კონფერენციას მასპინძლობს

„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ასეთი დისკუსიები. იმედი მაქვს, რომ ძალზე საინტერესო განხილვები გაიმართება და თქვენ შორის კომუნიკაცია ამ კონფერენციის შემდეგაც შენარჩუნდება", – განაცხადა მასმედიის თავისუფლების საკითხში ეუთოს წარმომადგენელმა ჰარლემ დეზირმა.

ყველა ახალი ამბავი
0