08:34 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
ნინო ნადირაძე

„იმას დაუწვნენ, ვისზეც მერე გული არ აერევათ ვაა...“ – ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება

© Photo: Nino Nadiradze / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (830)
842420

ცნობილი კარდიოლოგი და ექიმების რძალი ნინო კუზანოვა სკანდალურ განცხადებებს ხშირად აკეთებს. ბევრი მიიჩნევს, რომ მას „ჭკუის დარიგება“ უყვარს და ეს კარგად გამოსდის.

პოპულარული ოჯახის პოპულარული წევრი სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა. ნინო ნადირაძე ექიმების ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა. მისი გემოვნებიანი ჩაცმულობა თუ საკუთარი სახლის დამოუკიდებლად მოწყობილი ინტერიერი ყველას აინტერესებს. ამიტომ კუზანოვების ოჯახის ყველაზე ხშირი სტუმარი მასმედია ხდება. კარდიოლოგი ტელეეკრანებზე ინტენსიურად ჩნდება და დიდი სიხარულით სტუმრობს სხვადასხვა გადაცემებს.

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვა სოციალურ ქსელში არაორდინარულ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ „ყველა მამაკაცი ერთი ადგილით მოქმედებს და აზროვნებს“. ის ამ მოსაზრების ჭეშმარიტებაში იმდენად მყარადაა დარწმუნებული, რომ სოციალური ქსელის მეგობრებს ურჩევს, ამ საკითხზე არც შეეკამათონ.

ნინო ნადირაძე-კუზანოვას ასევე აღიზიანებს ქალები, რომლებიც ფინანსური კეთილდღეობის სანაცვლოდ ასაკოვან მამაკაცებთან მეგობრობენ და ურთიერთობაში შედიან.

ნინო კუზანოვა სკანდალურ განცხადებებს ხშირად აკეთებს. ბევრი მიიჩნევს, რომ მას „ჭკუის დარიგება“ უყვარს და ეს კარგადაც გამოსდის.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (830)

მთავარი თემები