09:40 27 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0383
  • 100 RUB4.2578
  • USD2.7928
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1346)
3826 0 0

მსახიობი ქეთი ხუციშვილი ახალი სეზონიდან სერიალს გამოეთიშა.

პოპულარული მსახიობი ქეთი ხუციშვილი, რომელიც საზოგადოებამ გაიცნო სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“, ოჯახურ ტრაგედიაზე ჰყვება. როგორც გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მსახიობმა განაცხადა, 2008 წლის ორ იანვარს მის ოჯახს საშინელი ამბავი დაატყდა თავს.

როგორც აღმოჩნდა, ქეთის და ლიკა, რომელსაც ნიშნობა ჰქონდა და სიღნაღში მომავალ მეუღლესთან ერთად მიდიოდა, ავტოკატასტროფას შეეწირა.

„24 წლის იყო. ეს იყო ყველაზე პატარა და. ჩემზე უფროსი დაც მყავს. ჩვენ ოჯახში ვიყავით შეკრებილნი ამ დროს. ვადღეგრძელეთ როგორც ოჯახი, გავაგრძელეთ ქეიფი და ცოტა ხანში დაგვირეკეს, მოაკითხეთ საავადმყოფოშიო. რომ მივაკითხეთ, უკვე დაღუპული იყო. საშინელება იყო. გამოვედი მაინც მდგომარეობიდან. ჩემი სიძე ძალიან ცუდად იყო ფსიქოლოგიურად, საშინელ მდგომარეობაში და მე ვეხმარებოდი“, – ჰყვება მსახიობი.

სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ახალ სეზონზე ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში გაგრძელდება. სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა სერიალის პრომოები და ფოტოები გადასაღები მოედნიდან. ახალ სეზონზე სერიალს მსახიობი ქეთი ხუციშვილი გამოეთიშა. მან „კომედი გრუპთან“ დაიწყო თანამშრომლობა და „რუსთავი 2“-ში დარჩა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1346)

მთავარი თემები