Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ბეგაშვილის პირველი ქმარი, რომელსაც შორენა ღალატში ადანაშაულებს – ფოტოები

© Facebook / Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი და ირაკლი ნანაძე
შორენა ბეგაშვილი და ირაკლი ნანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი შორენა ბეგაშვილი დაქორწინებული რამდენიმე წლის წინ იყო. ქალიშვილი ევა ბარბაქაძე მას სწორედ ამ ქორწინებიდან ჰყავს.

ქართული პრესა ბევრს საუბრობდა ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესა და შორენა ბეგაშვილს შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე. წყვილი ოფიციალურად დიდხანს არ ასაჯაროებდა ურთიერთობას, თუმცა თბილისში პოპულარული ქალის ცხოვრება საიდუმლოდ არ დარჩენილა.

Invictus motorcycle club-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც ყვითელი პრესა აქტიურად წერდა იმაზე, რომ მსახიობი ცოლიან მამაკაცს ხვდებოდა. ირაკლი ნანაძემ შორენა ბეგაშვილს გასულ წელს ხელი ოფიციალურად სთხოვა და წყვილმა იქორწინა. თუმცა, როგორც ირკვევა, ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, რასაც განქორწინების ფოტოც მოწმობს, რომელიც ცოტა ხნის წინ ბეგაშვილმა Instagram-ის პირად გვერდზე დადო.

მსახიობი შორენა ბეგაშვილი დაქორწინებული რამდენიმე წლის წინაც იყო. ქალიშვილი ევა ბარბაქაძე მას სწორედ ამ ქორწინებიდან ჰყავს. ცნო­ბი­ლია ის ფაქ­ტიც, რომ „ფლე­ი­ბო­ი­ში“ გა­და­ღე­ბის დროს ისი­ნი ისევ ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ხოლო და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი მისი სკან­და­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბი არ გამ­ხდა­რა.

რო­გორც ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით შო­რე­ნამ ისა­უბ­რა, ბარ­ბა­ქა­ძეს ღა­ლა­ტის გამო და­შორ­და. შორენას ქმარი ზურაბ ბარბაქაძეა, რომელმაც ცოტა ხნის წინ იქორწინა. მისი რჩე­უ­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი გა­ლი­ნა აპი­ლა­ტია. გა­ლი­ნა და მისი და ლუბა სა­ქორ­წი­ნო კა­ბებ­ზე, პე­ნუ­ა­რებ­სა და ქა­ლის თეთ­რე­ულ­ზე მუ­შა­ო­ბენ.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც შორენა ამტკიცებს, ქმარმა რამდენჯერმე მოიტაცა, დაშორების მიზეზად კი მის ღალატს ასახელებს, ამ ყველაფერს მსახიობის ქმარი უარყოფდა – სკოლიდან შეყვარებულები ვიყავით, არავის მოუტაცია და არც მისთვის მიღალატიაო.

ყველა ახალი ამბავი
0