11:41 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2121)
12687 0 0

ცნობილი ქართველი ქორეოგრაფის და პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი თვალშისაცემი მოცეკვავის სალომე ჭაჭუას ირგვლივ ყურადღება არ ნელდება.

ცნობილი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ქართულ თანამედროვე ქორეოგრაფიაში შთამბეჭდავი შესრულებით გამოირჩევა. ლათინურამერიკული ცეკვების შემსრულებელი მოტივაციას, პოპულარობას და წარმატებას არასდროს კარგავს. ნახეთ მომხიბლავი ტელესახის გარდასახვა, რომელმაც ბევრის მოწონება დაიმსახურა.

მიუხედავად იმისა, რომ იურისტების ოჯახში გაიზარდა, მისმა შემოქმედებითმა უნარმა და ხელოვნებისადმი სიყვარულმა ყველა წინააღმდეგობას გაუძლო და საქართველოში სამეჯლისო ცეკვების დედოფლადაც იქცა. პროფესიიდან გამომდინარე, სცენაზე მუდამ გამომწვევად აცვია. სცენის მიღმა კლასიკურ სტილს, საღამოს კაბებსა თუ საზეიმო ტანისამოსს ერთნაირი წარმატებით ირგებს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სალომე დროებით სამუშაოდ ლიბანში მიემგზავრება, სადაც ქორეოგრაფიულ საქმიანობას გააგრძელებს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2121)

მთავარი თემები