Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„საოცრად თბილი და ალერსიანი გოგოა. უყვარს მოფერება...“

© Photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერმა ხარკოვის დელეგაციისგან უჩვეულო საჩუქარი მიიღო.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ხარკოვის დელეგაციამ კახა კალაძეს ძაღლი აჩუქა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი ავრცელებს.

„ახალი მეგობარი, 4 თვის კანე კორსო, სახელად ბუ. ხარკოვის დელეგაციის საჩუქარი მერს. საოცრად თბილი და ალერსიანი გოგოა. უყვარს მოფერება და კომპლიმენტები“, – წერს თოქმაჯიშვილი.

დედაქალაქის მერს ძაღლები ძალიან უყვარს. წყნეთის სახლში მას სამი ძაღლი ჰყავს. ყველას ახსოვს ემოციური ისტორია „ტიფანისთან“ დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქის მერმა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან 13 თებერვალს წაიყვანა. მერმა ძაღლს სახელი სოციალური ქსელის მეგობრების დახმარებით შეურჩია. „ტიფანი“ თბილისის მთავრობის სხდომასაც ესწრებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0