ორმაგი მოქალაქეობა: ხელისუფლება ქართული პასპორტის შენარჩუნების ახალ შანსს იძლევა

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული პასპორტი
ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ პირებს, რომლებმაც მეორე მოქალაქეობა პროცედურების დარღვევით მიიღეს, საქართველოს მოქალაქეობის შესანარჩუნებლად წელიწადზე მეტი დრო მიეცა

ბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ გაახანგრძლივა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით განაცხადის შეტანის ვადა იმ პირთათვის, რომლებმაც მიიღეს სხვა ქვეყნის პასპორტი. შესაბამისი ცვლილებები კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ძალაში ამ კვირაში შევიდა.

ირანის მოქალაქეს ქართული პირადობის მოწმობის სანაცვლოდ 7 ათასი დოლარი მოსთხოვეს >>

ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ 2020 წლის 31 დეკემბრამდე. ადრე, ეს შესაძლებელი იყო 2019 წლის 15 აგვისტომდე.

ხელბორკილების დადება - Sputnik საქართველო
პოლიციამ თბილისში ყალბი დოკუმენტების დამზადება–გაყიდვისთვის ოთხი პირი დააკავა

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს უნარჩუნდება საქართველოს პასპორტი, თუ ამ მოქალაქეობის მიღებამდე მან მიიღო საქართველოს სახელმწიფოს თანხმობა, შეინარჩუნოს საქართველოს მოქალაქეობა.

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თანხმობა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქის კავშირი საქართველოსთან აღიარებულია როგორც დამაჯერებელი.

თუ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს ან საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, მოქალაქემ შეიძლება უარი მიიღოს.

საქართველოს ხელისუფლებამ უკვე ჩამოართვა რამდენიმე მოქალაქეობა რამდენიმე პირს, რომლებმაც უცხო ქვეყნის პასპორტი პროცედურების დარღვევით აიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0