06:59 23 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2899
  • 100 RUB4.6709
  • USD2.9749
ნინა ზარქუა

„ბელა ჰადიდზე ლამაზი ხარ“ - ქართველმა დიზაინერმა პარიზში სუპერმოდელი დაჩრდილა-ფოტოები

© Photo: Nini Zarqua / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (883)
986 0 0

ნინა ზარქუა სამი შვილის დედაა და ის ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილზეა დაქორწინებული

ქართველი დიზაინერი ნინა ზარქუა პარიზში „ფეშენ ვიკზე“ იმყოფებოდა, სადაც „ბალენსიაგას“ ჩვენების შემდეგ ცნობილ სუპერმოდელ ბელა ჰადიდთან ფოტო გადაიღო. Intagram-ის „ფოლოვერებს“ თვალში განსაკუთრებით მოდელსა და დიზაინერს შორის ფიზიკური განსხვავება მოხვდათ.

„ბელაზე ბევრად რომ ლამაზი ხარ შეამჩნია ნეტა ბელუსიმ?“, „არ იცი რას გიზაააამ, ბელასთან და დემნასთან“, უწერენ დიზაინერს. მოგვიანებით ზარქუამ „ინსტაგრამის სთორიში“ „ფოლოუერების“ კითხვებს უპასუხა, სადაც დიზაინერს ბელას შესახებაც ჰკითხეს. „გადაღლილი იყო და შეიძლება იმიტომ არ გამოიყურებოდა კარგად“-ასე ახსნა დიზაინერმა ეს ფაქტი. ნინა ზარქუა სამი შვილის დედაა და ის ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილზეა დაქორწინებული.

29 სექტემბერს პარიზში „ბალენსიაგას“ ჩვენება გაიმართა. ამ ჩვენების მიმართ განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოხატა მედიამ, რადგან ეს არის „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას პირველი ჩვენება მას შემდეგ, რაც მან საკუთარი ბრენდი„ ვეტმანი“ დატოვა.

ჩვენებას უამრავ მსოფლიო ვარსკვლავთან ერთად, მხოლოდ სამი ქართველი ცნობილი სახე დაესწრო. ჟურნალ „ნარგისის“ რედაქტორი და თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი, თაკო ჩხეიძე, მოდელი ლიკა კვარაცხელია და დიზაინერი ნინი ზარქუა. მათ სოციალურ ქსელში დემნა გვასალიასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს.

ბელა ჰადიდი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია. ნცობილი მისი დაც, ჯიჯი ჰადიდი. მიუხედავად ასეთი თავბრუდამხვევი წარმატებისა, მოდელმა გასულ წელს აღიარა, რომ თინეიჯერობისას საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო იყო.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (883)

მთავარი თემები