09:07 26 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1180)
313 0 0

მხიარული და ქარიზმატული  ზალიკო ბერგერი ნებისმიერი ადამიანის გაცინებას შეძლებს. პოზიტიური დიზაინერი ძალიან დიდ ყურადღებას იუმორის გრძნობით იქცევს. 90-იან წლებში დაწყებული კარიერა დღეს პაუზაზეა, მაგრამ ზალიკო მეგობრების მეშვეობით ძვირადღირებულ კურორტებზე დასვენას ყოველთვის ახერხებს. ნახეთ, რა თავგადასავალი გადატყდა თავს  ზაალ ხეცურიანს...

დიზაინერი ზალიკო ბერგერი დიდი ხანია სასურველი სასიძოა. დედა და უახლოესი მეგობრები უკვე ორი ათეული წელია მის გაბედნიერებას მოუთმენლად ელიან. უცნობი არაა, რომ ზალიკო სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. ნასვამ ზალიკო ბერგერს ბარებსა და კლუბებში ხშირად შეამჩნევთ. ღამის ცხოვრებით გატაცებული დიზაინერი აღნიშნავს, რომ ალკოჰოლური სასმელის გარეშე საკუთარ ცხოვრებას ვერ წარმოიდგენს. ასეც ხდება. ზალიკო სოციალურ ქსელში „პირდაპირ ჩართვებს“ მხოლოდ მაშინ მიმართავს, როდესაც ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშაა, ხოლო ლოკაციას მნიშვნელობა არ აქვს.

მისი მეშვეობით თბილისის ერთ-ერთი მაღაზიის მოლარე  გოგონა  რამდენიმე საათში პოპულარული გახდა, რადგან ზალიკომ სწორედ მაღაზიიდან გადაწყვიტა „ლაივის“ ჩართვა. თბილისელი ზალიკო ხეცურიანი გერმანული გვარით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები თბილისში ჰყავს, ევროპას ძალიან ხშირად სტუმრობს. მისი მოგზაურობა ზაფხულის მანძილზე რამდენიმე ადგილზე გრძელდებოდა. საქართველოს ძვირადღირებული კურორტების გარდა ზალიკო გერმანიასა და თურქეთს ეწვია, ახლა კი ესპანეთის კუნძლ მარბელზე ისვენებს. აქ დროს კინოვარსკვლავები და ესპანეთის მმართველები იყრიან თავს.

ზალიკოს თავის მოვლა ძალიან უყვარს. მისი თითოეული ფოტო მხიარული კომენტარების თანხლებით ქვეყნდება. როგორც თავად აღნიშნავს, პლასტიკური ქირურგიისთვის არ მიუმართავს, მაგრამ კოსმეტოლოგიური ჩარევა მის სახე ნამდვილად ისახება. წარბები, ტუჩის კონტური და სახის კანიც კი უბზინავს და მუდამ წესრიგში აქვს. სასტუმროს ნომერში გამოკეტილი ზალიკო სახის ნიღაბს იკეთებს და ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ზალიკოს ნიღაბი ძალიან უხდება.

აღსანიშნავია, რომ მის ვიდეოებს და პირდაპირ ჩართვებს უამრავი ნახვა აქვს. გარდა ამისა, ვიდეოში არაფხიზელ მდგომარეობაში წარმოთქმულ ფრაზებს საზოგადოება მომენტალურად იტაცებს და იმეორებს. მასზე არაერთი სკეტჩი გადაიღეს და სატელევიზიო გადაცემებში პაროდიებსაც არ აკლებენ.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1180)

მთავარი თემები