Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბიჭმა შემომხედა და გოგომ ისეთი უთაქა...გატარებ შე ყ...ქალა მეთქი“- რა შეემთხვა ბეგაშვილს

© Facebook / Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებაში ვარსკვლავების შესახებ ჭორ-მართალი ელვის სისწრაფით ვრცელდება. საქართველოში ამ მხრივ ერთ-ერთი განთქმული სელებრითი შორენა ბეგაშვილია

მსახიობმა და მოდელმა შორენა ბეგაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ამიკო ჩოხარაძის გადაცემაში „გვიანი SHOW“ იმაზე ისაუბრა, თუ რა რეაქცია აქვს ხალხს მისი დანახვისას ქუჩაში.

ბეგაშვილის თქმით განსაკუთრებული რეაქცია ქალებს აქვთ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ზებრაზე უწევს ავტომანქანით გაჩერება და მათთვის გზის დათმობა.

„ერთხელ ზებრაზე ბიჭი და გოგო გადადიოდნენ. ამ ბიჭმა მართლა მანქანას შემოხედა და ამ დროს გოგომ ისეთი უთაქა რომ დაინახა რომ მე მიყურებდა, მე და ევა სიცილით ვკვდებოდით. ამას წინათ კიდევ, ერთი ქალი მთელი ზებრაზე გადასვლის განმავლობაში მლანძღავდა, არ მატარებო მეჩხუბებოდა, ჩავუწიე მანქანას ფანჯარა და მივაძახე - გატარებ ყ...ე ქალა მეტი რა გინდამეთქი და უი უზრდელიც ყოფილაო და გააგრძელა ასე“, - აცხადებს მოდელი.

„რუს­თა­ვი 2“-ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ ახალი სეზონი დაიწყო. ეთერ­ში ძველ გა­და­ცე­მებ­თან ერ­თად ახა­ლი გა­და­ცე­მე­ბის გაშ­ვე­ბაც იგეგ­მე­ბა. „რუს­თა­ვი 2“-ზე დაბრუნდა შორენა ბეგაშვილი. „გვიანი შოუს“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე პრომოს ვიდეო ვრცელდება. შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი „რუს­თა­ვი 2“-ზე ახალ გა­და­ცე­მას წა­იყ­ვანს, სა­დაც სი­ლა­მა­ზე­სა და თა­ვის მოვ­ლა­ზე იქ­ნე­ბა აქ­ცენ­ტი.

ყველაზე სექსუალურ ქართველ ქალად აღიარებული მსახიობი გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდში შილიფად ჩაცმული, წელზემოთ შიშველ მამაკაცებთან ერთად გამოჩნდება.

ყველა ახალი ამბავი
0