Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მინდოდა ჩემი შვილები ჩემზე უკეთესები ყოფილიყვნენ – კანდელაკის შვილები ვარსკვლავებს ჰგვანან

© courtesy of Tina Kandelakiთინა კანდელაკი
თინა კანდელაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Матч ТВ-ს გენერალური პროდიუსერი თინა კანდელაკი რამდენიმე წელია ახალ პარტნიორთან ერთად თავს ბედნიერად გრძნობს. მისი ახლანდელი შეყვარებული ბიზნესმენი ვასილი ბროვკოა, რომელზეც ჟურნალისტი 11 წლით უფროსია. თინას პირველი ქორწინებიდან ორი ზრდასრული შვილი ჰყავს. მათი გარეგნობით თინამ ბევრი ადამიანი დააინტერესა.

რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი სკანდალებით გამოირჩევა. თინა კანდელაკი მოსკოვში 1995 წელს გაემგზავრა და მუშაობა თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობთან სტანისლავ სადალსკისთან რადიოში დაიწყო. კანდელაკის სირთულეებითა და გამოწვევებით აღსავსე ცხოვრება ამბიციების პარალელურად მიედინება. მებრძოლი სულისკვეთების მქონე ჟურნალისტს დიდი გამოცდილება აქვს მედიასფეროში. "ქართული ოცნების" დაფუძნების და 2012 წელს არჩევნებში მოგების პერიოდში ქალაქში ჭორები გავრცელდა – ამბობდნენ, რომ თინა სამშობლოს ვიცე-პრემიერის რანგში დაუბრუნდებოდა. ეს ინფორმაცია ჭორადვე დარჩა.

ეპატაჟური ტელეწამყვანი უამრავი კრიტიკის მიუხედავად უკან არ იხედება და ხმაურიან ცხოვრებას განაგრძობს. დედასთან შედარებით მისი შვილები საჯარო სივრცეებს თავს არიდებენ. მიუხედავად ამისა, თინა მათზე სოციალურ ქსელში სხვადასხვა ისტორიებს წერს. ერთ-ერთ პოსტში თინამ 19 წლის ქალიშვილზე – მელანია კონდრახინაზე დაწერა, რომ მელანიას ხატვის უნიკალური ნიჭი აღმოაჩნდა და აქვე დაამატა, რომ ამ პოსტის გამო ქალიშვილი გააკრიტიკებს. „ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, გახდება თუ არა ჩემი გოგონა დიდი მხატვარი, მთავარია, მას მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს, რასაც ტილოზე ფუნჯით გადმოსცემს...“ – წერს კანდელაკი.

თინა 2010 წლამდე ბიზნესმენ ანდრეი კონდრახინზე იყო დაქორწინებული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას ბიზნესმენისგან ორი შვილი ეყოლა – მელანია და ლეო, რომლებიც რუსეთში დაიბადნენ. თინა პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს და სოციალურ ქსელში უდიდესი აქტიურობის მიუხედავად შვილებისა და მეორე ქმრის ფოტოებს ძალიან იშვიათად აქვეყნებს. ამიტომ დედა-შვილის საერთო სურათები და მათი ერთად გამოჩენა დიდ ინტერესს იწვევს.

როგორც ჩანს, ცნობილი ჟურნალისტი შვილებით ძალიან ამაყობს. შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოზე მან "დედის ასლი შვილები" დააწერა, რამაც ხმაური გამოიწვია. თინას "ფოლოვერებმა" აღნიშნეს, რომ მისი შვილები მამას უფრო ჰგვანან და აშკარად ასეა. თინას შერეული წარმომავლობა და შვილების სლავური გარეგნობა ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის, მიუხედავად ამისა, მელანია და ლეო ქარიზმატულობით დედას დაემსგავსნენ. ეს თინას „ინსტაგრამ-სთორებიდან“ კარგად ჩანს.

ყველა ახალი ამბავი
0