Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სატანისტურია, მომწონდა აქამდე ეგ გოგო“ – ნახეთ რატომ გალანძღეს შორენა ბეგაშვილი

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე სექსუალურ ქართველ ქალად აღიარებული მსახიობი გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდში შილიფად ჩაცმული, წელზემოთ შიშველ მამაკაცებთან ერთად გამოჩნდება.

მსახიობი შორენა ბეგაშვილი Instagram-ზე ერთ-ერთი აქტუალური პერსონაა, რომელიც თავის ხელმომწერებს მუდმივად აცნობს როგორც სარეკლამო, ასევე პირად სიახლეებს.

შორენამ გუშინ საკუთარ გვერდზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ სილამაზის სალონს გაუკეთა რეკლამა. ფოტოდან ჩანს, რომ მსახიობმა ახალი iPhone 11 იყიდა. თუმცა, ხელმომწერების გაღიზიანება მისი ფრჩხილის დიზაინმა გამოიწვია – მას შავი ფერის ლაქზე ჯვარი აქვს დაკიდებული.

„ჯვრის მაგივრად სხვა რამ დაგეკიდა ჯობდა. ჩვენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს ჯვართან ასე მოქცევა არ შეგვეფერება“, „სატანისტურია, მომწონდა აქამდე ეგ გოგო“, „არ შეიძლება ასე აბუჩად აიგდოთ ჯვარი“, „სადღაც ყველაფერს აქ ზღვარი ჯვარი ესე დასაკიდებელი ნამდვილად ულამაზოა“, – წერენ კომენტარებში.

„რუს­თა­ვი 2“-ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ ახალი სეზონი დაიწყო. ეთერ­ში ძველ გა­და­ცე­მებ­თან ერ­თად ახა­ლი გა­და­ცე­მე­ბის გაშ­ვე­ბაც იგეგ­მე­ბა. „რუს­თა­ვი 2“-ზე დაბრუნდა შორენა ბეგაშვილი. „გვიანი შოუს“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე პრომოს ვიდეო ვრცელდება. შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი „რუს­თა­ვი 2“-ზე ახალ გა­და­ცე­მას წა­იყ­ვანს, სა­დაც სი­ლა­მა­ზე­სა და თა­ვის მოვ­ლა­ზე იქ­ნე­ბა აქ­ცენ­ტი.

ყველაზე სექსუალურ ქართველ ქალად აღიარებული მსახიობი გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდში შილიფად ჩაცმული, წელზემოთ შიშველ მამაკაცებთან ერთად გამოჩნდება.

ყველა ახალი ამბავი
0