Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

როგორ გამოიყურება მელაძე ეთერს მიღმა? – ჟურნალისტის უჩვეულო სტილი კრიტიკის საგნად იქცა

© courtesy of Nodar Meladzeნოდარ მელაძე
ნოდარ მელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამორჩეული ქართველი ჟურნალისტი და ახალი „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ტელეეკრანს მიღმა არაორდინალურად გამოიყურება.

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ამბის გადმოცემის სტილით ისევე განსხვავდება სხვებისგან, როგორც თვალშისაცემი სტილით. ნახეთ მელაძის ახალი იმიჯი, რომლის გამო მას ხშირად აკრიტიკებენ.

გრიმით, კლასიკური ჩაცმულობით და ოფიციალური იმიჯით დაღლილი ტელესახეები თავისუფალ სტილს მიმართავენ. ნოდარ მელაძეს განსხვავებული იმიჯის მორგება საუკეთესოდ გამოსდის. საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ერთ-ერთ გამორჩეულ ჟურნალისტად ითვლება.

რომ არა მისი მახვილგონიერება და ენთუზიაზმი, „რუსთავი 2“-ის ახალ ამბებს რეიტინგი არ ექნებოდა. აღსანიშნავია, რომ ნოდარს ოფიციალურად ცოლი არ ჰყავს, მაგრამ ახალბედა მამაა.

ნოდარ მელაძე ერთი თვის წინ მამა გახდა. მის დაოჯახებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილ ჟურნალისტს ტყუპი გოგონები „რუსთავი 2“-ის ყოფილი თანამშრომლისგან თეა ცეცხლაძისგან ჰყავს.

ნოდარ მელაძის მზრუნველობა და შვილების მიმართ თბილი დამოკიდებულება „მთავარი არხის“ პირველი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთ სიუჟეტშიც გამოჩნდა. ახალბედა მამა, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, შვილებს დიდ დროს უთმობს. ახალი „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში ნოდარი ნატატას და თინანოს დიდი სიყვარულით უვლის. „სხვა ცხოვ­რე­ბა, სხვა გან­ცდა, სხვა გრძნო­ბა. დღე­ი­დან ორი შვი­ლის მამა ვარ. ნა­ტა­ტა და თი­ნა­ნო მე­ლა­ძე­ე­ბი და­ი­ბად­ნენ. Tea Tsetskhladze მად­ლო­ბა ამ დღის­თვის“, – დაწერა მე­ლა­ძემ.

ყველა ახალი ამბავი
0