Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ღრმა დეკოლტე და შეუდარებელი სილამაზე: კრისტი ყიფშიძეს 42 წელი შეუსრულდა – ფოტოები

© Photo: Kristi Kipshidze / FBკრისტი ყიფშიძე
კრისტი ყიფშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ცნობილ ოჯახებს შორის ერთ-ერთი წარმატებული და გამორჩეული მსახიობ ზურა ყიფშიძის ოჯახია. უაღრესად ნიჭიერ არტისტს ორი შვილი ჰყავს – გიორგი და ლენუკა ყიფშიძეები. მათი პირადი ცხოვრება ბევრ ადამიანს აინტერესებს.

საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც ზურა ყიფშიძეს არ იცნობს. მიმზიდველი ხმის ტემბრის მქონე მსახიობის მოსმენა გაუჩერებლად შეიძლება. გარდა ნიჭისა მას გამორჩეული როლები აქვს. ტელევიზიასა და თეატრში სცენარისტებსა და რეჟისორებს ზურა ყიფშიძის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. მამას არც მისი ვაჟი გიორგი ყიფშიძე ჩამოუვარდება.

მოგეხსენებათ, გიორგი და კრისტი ყიფშიძე ადრეულ ასაკში დაოჯახდნენ. სომხური წარმომავლობის საქართველოში გაზრდილი მოდელი უცხო გარეგნობით გამოირჩევა. მას ხშირად ესპანელ მსახიობს პენელოპა კრუზს ადარებენ. წყვილს ერთი ქალიშვილი ნატალია ყიფშიძე ჰყავს, რომელმაც სკოლა ახლახან დაამთავრა.

კრისტი ყიფშიძე იუბილარია. ცნობილ მოდელს 42 წელი დღეს შეუსრულდა. ტანწერწეტა, მუდამ მოვლილი, ეშხიანი მოდელი ძველებურ ხიბლს არასდროს კარგავს და მუდამ ფორმაშია. აშკარაა, რომ თავის მოვლასთან ერთად კრისტის ხელს გენეტიკაც უწყობს. მოქმედ მოდელს სხვადასხვა კომპანიები იწვევენ და, ფოტოსესიების გარდა, კრისტი ბრენდების სახე ხდება. სექსუალურმა მოდელმა დაბადების დღე თურქეთში აღნიშნა.

ტრენდულ ყვითელ კოსტიუმში გამოწყობილმა ფოტომოდელმა სურათები Instagram-ზე ატვირთა. გემოვნებიანი ჩაცმულობა უფრო მეტ ხიბლს მატებს მის გარეგნობას. ინტიმური ბიუსჰალტერი და მეტი სითამამე კრისტის შარმს ხაზს უსვამს, ამიტომ ყიფშიძემ უამრავი კომპლიმენტი მიიღო.

„42 წლის გავხდი... ძვირფასო მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის! ყველა მიყვარხართ“ – დაბადების დღის მილოცვებს ამ სიტყვებით პასუხობს მოდელი. ზურა ყიფშიძის ყოფილ რძალს უამრავმა ქართველმა და უცხოელმა სელებრითმა მიულოცა. ნატალია ყიფშიძე თბილი სიტყვებით ეხმაურება დედის იუბილეს. მან „ინსტაგრამის სთორიზე“ გამოაქვეყნა კრისტის ფოტო წარწერით „როგორ შეიძლება 42 წლის იყოს“. კრისტი, თავის მხრივ, საგულდაგულოდ მალავს, თუ ვისთან ერთად ისვენებს და აღნიშნავს დაბადების დღეს თურქეთის ერთ-ერთ ძვირადღირებულ კურორტზე.

ყველა ახალი ამბავი
0