Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სამაგალითო მამა ხარ!“ – ნიკოლოზ წულუკიძე ცოლ-შვილთან ერთად დაუვიწყარ დროს ატარებს

© courtesy of Nikoloz Tsulukidzeნიკოლოზ წულუკიძე
ნიკოლოზ წულუკიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოზიტიური, თბილი და ყველასათვის საყვარელი ნიკოლოზ წულუკიძე დადებით ემოციებთან და განსაკუთრებულ იუმორის გრძნობასთან ასოცირდება. „იმედის“ წამყვანი და თეატრმცოდნე შემეცნებითი სიუჟეტებით ანებივრებს მაყურებელს. ბევრს მოგზაურობს, როგორც გადამღებ ჯგუფთან, ასევე ოჯახთან ერთად.

ცნობილი ტელეწამყვანი ნაყოფიერი და გადატვირთული დღეების მიუხედავად ცოლ-შვილთან დროის გატარებას მუდამ ახერხებს. როგორც თავად აღნიშნავს, მას სახლში დაბრუნება და თუნდაც 10 წუთით დასვენება მთელი დღის ენერგიას უნაზღაურებს. წულუკიძეების ოჯახში მუდამ ჟრიამულია. ნიკას თავგადასავლებს ყველა დიდი ყურადღებით უსმენს. ამჯერად მხიარულმა ჟურნალისტმა ოჯახთან ერთად საირმეში იმოგზაურა. ულამაზესი ბუნების ფონზე გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ნიკოლოზ წულუკიძემ ოჯახი წლების წინ შექმნა. მისი რჩეული თეკლა კოსტავა გახდა. წყვილი 2013 წელს დაოჯახდა. მათ ქორწილს უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა. თეკლას საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ნიკას ინტერვიუების მიხედვით, მისი მეუღლე ბანკში მუშაობს და საჯაროდ, ტელეეკრანებზე გამოჩენა არ ხიბლავს. ამიტომ ნიკა დაოჯახების ამბავს დიდი ხნის მანძილზე საჯაროდ არ განიხილავდა.

„მას მერე, რაც ოჯახი შევქმენი, მივხვდი, რომ ოჯახის ფასი არაფერია“, – ხშირად იმეორებს ნიკა. წყვილს 5 წლის ქალიშვილი სესილია წულუკიძე ჰყავს. როგორც ჩანს, თავისუფალ დროს ოჯახის წევრებთან ერთად განმარტოებას ირჩევენ და სამოგზაუროდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიდიან. ცხადია, ნიკოლოზი ყველგან სასურველი სტუმარია. საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებით აღფრთოვანებულმა ოჯახმა უამრავი ფოტო გამოაქვეყნა. ზაფხულის მანძილზე ერთად საირმე, ბახმარო, ჯუთა და სხვა გამორჩეული კუთხეები დაათვალიერეს. ნიკამ გამოქვეყნებულ პოსტებს „სანატრელი შვებულება“ დააწერა.

ყველა ახალი ამბავი
0