„ორ-სამჯერ იაფია” - კახა კუკავა მედიკამენტებს თავის ფასში გაყიდის

© photo: Kakha Kukava / FBკახა კუკავა
კახა კუკავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკოსი გეგმავს წამლების გაყიდვას თბილისში და რეგიონებში იმავე ფასად, როგორც თურქეთში

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „თავისუფალმა საქართველომ“ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი დაიწყო, რათა საქართველოში შესასყიდ ფასად გაყიდოს, იუწყება პირველი არხი.

ვინ ვინ არის და რას აკეთებს, ანუ გიორგი გახარიას მინისტრების დოსიე >>

პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ ოთხშაბათს თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში 20 დასახელების მედიკამენტი შემოიტანა. მისი განცხადებით, მონოპოლისტი კომპანიების გამო საქართველოში წამლები ორ-სამჯერ ძვირი ღირს, ვიდრე თურქეთში, სომხეთსა თუ რუსეთში.

„არანაირი რეგულირება ბოლო წლებში არ მოხდა. ამიტომ ჩვენ მივიღეთ არაორდინალური გადაწყვეტილება, დავიწყებთ ანტიმონოპოლიურ იმპორტს თურქეთიდან. ორშაბათიდან დედაქალაქში დავიწყებთ ამ მედიკამენტების გაცემას იგივე ფასად, რაც ღირს თურქეთში. ორი სამი კვირის შემდეგ კი, დავიწყებთ იგივე პროგრამას რეგიონებშიც. რადგან მთავრობამ შვიდი წელია, ვერ დაადგა თავი ამ პრობლემას, ჩვენ უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა კახა კუკავამ.

ამასთან კუკავამ განაცხადა, რომ მაღალი ფასების მიუხედავად, წამლების ხარისხი საქართველოში ბევრად უარესია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში.

რას აკეთებს ხელისუფლება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლებით უზრუნველყოფის პროგრამა 2017 წლის 1 ივლისიდან აამოქმედა. პროგრამა გათვლილია გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის, შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადების მქონე პირებზე.

მედიკამენტები - Sputnik საქართველო
ვინ შეძლებს მედიკამენტების 1 ლარად შეძენას?

საქართველოში ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ფასად - 1 ლარად არის შესაძლებელი.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ქულას, ასევე პენსიონერებს, შშმ პირებს, შშმ ბავშვებს, პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებულ პირებს.

ამ დრომდე 1 ლარად მედიკამენტების შეძენა შეეძლოთ მხოლოდ სოციალურად დაუცველ პირებს, დანარჩენები 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0