„სკოლაში 40 ათასი ევრო შეაგროვა“–გაიცანით 14 წლის გიორგი, რომელიც სათნოების სახლს დაეხმარა

,,უკვე მილიონნახევარ ადამიანს დავეხმარეთ“
გამოწერა
გიორგის ჰყავს 3 წლით უფროსი ძმა ლევანი, რომელიც ასევე ქველმოქმედია და წნორის მოხუცთა თავშესაფარს ეხმარება.

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი 14 წლის გიორგი ვენკოს შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, ბიჭმა, რომელსაც დედა ქართველი ჰყავს, ხოლო მამა ამერიკელი და ამჟამად ჰოლანდიაში ცხოვრობს, დედისგან შეიტყო, რომ ბროწლიანის სათნოების სახლს დახმარება სჭირდებოდა. სკოლაში საქველმოქმედო აქციაზე, ასევე მსოფლიოს მასშტაბით 40 ათასი ევრო შეაგროვა და ბროწლიანის სათნოების სახლს მოახმარა – წყალი გაუყვანა და სახურავი გამოუცვალა.

„წარმოგიდგენიათ? თანაც მან ეს 12-13 წლის ასაკში მოახერხა. მიდგა, მოდგა, ვის აღარ მიმართა, საქველმოქმედო კონცერტიც გამართა და აი, ასე, ამდენ ადამიანს პირობები გაუუმჯობესა. გიორგიმ საქველმოქმედო ფონდიც შექმნა – „დავეხმაროთ საქართველოს". არაერთი იდეის გახორციელებას აპირებს“, – წერს ფოტოგრაფი.

მისი თქმით, გიორგის ჰყავს 3 წლით უფროსი ძმა ლევანი, რომელიც ასევე ქველმოქმედია და წნორის მოხუცთა თავშესაფარს ეხმარება.

ყველა ახალი ამბავი
0