02:03 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
9810

დამფუძნებლების თქმით, ფესტივალის  მიზანი ბაღდათის, როგორც ახალი ტურისტული ადგილის დამკვიდრება და ადგილობრივი პროდუქციის, განსაკუთრებით კი ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაციაა. 

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. ბაღდათში, პოეტ ვლადიმირ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში 5 ოქტომბერს ღვინის საერთაშორისო არტ-ფესტივალი გაიმართება, იუწყება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ყურძნის ენდემური ჯიშები და მათგან მიღებული ღვინო. ფესტივალის სტუმრებს ექნებათ როგორც დაგემოვნების, ისე ღვინის სხვადასხვა პროდუქციის შეძენის საშუალება. სულ ფესტივალში ქართული ღვინის 30 მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას. 

ღონისძიებაზე დამსწრეებს გააცნობენ ღვინის დაყენების ტექნოლოგიასაც. გარდა ამისა, ფესტივალზე გაიმართება ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები და ასევე ადგილობრივი ოსტატების ხელნაკეთი ნივთები.

„ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება არც ისე დიდი ხნის წინ ტექნოლოგების მიერ აღდგენილი ძველებური, განსაკუთრებული რეცეპტებით დაყენებული ღვინოები. მონაწილეთა განაცხადების მიღება გრძელდება“, — განუცხადეს Sputnik საქართველოს ბაღდათის მერიაში.

დამფუძნებლების თქმით, ფესტივალის  მიზანი ბაღდათის, როგორც ახალი ტურისტული ადგილის დამკვიდრება და ადგილობრივი პროდუქციის, განსაკუთრებით კი ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაციაა. 

გარდა ამისა, საერთაშორისო ღვინის არტ ფესტივალი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ცნობადობის ამაღლებას, კერძო სექტორის განვითარებას და ადგილობრივ ეკონომიკურ ზრდას.

მთავარი თემები