10:25 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2396)
6388 0 0

მილიონერ თოშა ქებურიასა და მის ცოლზე საუბარი არ წყდება. ქრისტინე იმედაძის ყოფილი შეყვარებული თოშა მომღერალთან დაშორების შემდეგ მალე დაოჯახდა. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანი სიყვარულსა და ურთიერთობაზე ხმამაღლა არ საუბრობდა, ყველამ იცოდა მათი ფარული გრძნობების შესახებ.

თოშა და ქეთი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან. ულამაზესი ჩაცმულობით განსხვავებული ადგილებიდან ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ და სოციალური ქსელის მოხიბლულ მომხმარებლებს გულგრილს არ ტოვებენ. მილიონერი ბიზნესმენი და ახალგაზრდა მოდელი ორი წლის წინ დაოჯახდნენ.

მათ სიყვარულზე ლეგენდები არ დადის, მაგრამ ერთი ცნობილია – თოშამ ქეთის ხელი კანის სანაპიროზე რომანტიკულ გარემოში სთხოვა. მანამდე ქეთის მშობლებს საფრანგეთში ერთად გამგზავრებაზე ნებართვა სთხოვა.  თოშა იმაზე რომანტიკული აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. როგორც ამერიკულ ფილმებში ხდება, მომავალ ცოლს ცაში ახედვა სთხოვა და ულამაზესი მზის ჩასვლის თანხლებით ვერტმფრენი გამოჩნდა წარწერით „ქეთი, ცოლად გამომყევი“.

როგორც ცნობილია, წყვილმა ქორწილი ორჯერ გადაიხადა. პირველ ქორწილში ქეთის ცნობილი Jenny Packham- ის კაბა ემოსა. ამ დიზაინერის კაბებს კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი ხშირად ირგებს. მეორე ქორწილში Elie Saab-ის ძვირადღირებული კაბა ჩაიცვა. ტაბლოიდები წერენ, რომ საქორწინო ტორტზე 12 კონდიტერი მუშაობდა და მხოლოდ ტორტის წონა 400 კგ-ს შეადგენდა, ხოლო სიმაღლე 5 მეტრს აღწევდა.

აღსანიშნავია, რომ წყვილს ორი შვილი ჰყავს. ქალიშვილი მათ ერთი წლის წინ შეეძინათ, ახლა კი ვაჟი გაუჩნდათ და თოშას ბედნიერებას საზღვარი არ აქვს. ბიჭს მილიონერი ბაბუის სახელი – ბუბა დაარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ იმშობიარა, ქეთი გადასარევ ფორმაშია. მოხდენილად პოზირებს ობიექტივის წინაშე და ტანწერწეტა ტანს სექსუალური საცურაო კოსტიუმით ხაზს უსვამს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2396)

მთავარი თემები