Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩაცმული უფრო ლამაზი ხარ!“ – თამო ვაშალომიძე მორიგი სკანდალური ვიდეოს გამო გააკრიტიკეს

© Facebook / Tamo Tamo Vashalomidzeთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამოს სოციალური ქსელი ინტიმური ხასიათის ფოტოებითა და ვიდეოებით ივსება. მას უკვე 97 ათასი ვირტუალური მიმდევარი ჰყავს. ყველას აინტერესებს ფოტომოდელის პირადი ცხოვრება, მაგრამ ვერავინ გაიგო, თუ ვისი რჩეული იყო თამო და ვისგან ეყოლა ქალიშვილი.

თამამმა და გულახდილმა თამო ვაშალომიძემ სამოდელო კარიერიდან ფოტომოდელობაზე გადაინაცვლა. როგორც ჩანს, მოდური ჟურნალების ფურცლებზე აღარ ხვდება და ახლა სრულიად სხვა გეგმის შესრულებას შეუდგა. ცნობილი ქართველი ფოტოგრაფები თამოს ინტიმურ ვითარებებში უღებენ და მისი სურათები სოციალურ ქსელში დიდი სისწრაფით ვრცელდება. სწორედ ეს არის თამო ვაშალომიძის შემოსავლების წყარო – ფოტო-ვიდეოგადაღებები და სხვადასხვა კომპანიის ცნობადობის გაზრდა.

ამჯერად თამომ სექსუალური და ცეცხლოვანი ვიდეო Instagram-ზე გამოაქვეყნა. ფოტომოდელს ტყავის შავი ჩექმები და მოსასხამი, წითელი საცვალი და მკერდის გამოსაჩენად მეტად მიმზიდველი ბიუსტჰალტერი აცვია.  რომანტიკული მუსიკის თანხლებით მოდელი ვიდეოში გამომწვევად დადის და საკუთარ ფორმებს არავის უმალავს. გამოქვეყნებული ვიდეოს დასაწყისში თამოს ნავარჯიშები უკანალი კარგად ჩანს, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. თაყვანისმცემლები ვაშალომიძეს კომპლიმენტებით ავსებენ, მაგრამ ამავდროულად აკრიტიკებენ. „ისევ ტრაკი?!“; „ჩაცმული უფრო ლამაზი ხარ“ – წერენ სოციალური ქსელის  მომხმარებლები.

სკანდალური ფოტოსესიები, თოქ-შოუებში ინტიმურ თემებზე ხმამაღლა საუბარი, გამომწვევი ჩაცმულობა და ინტრიგებით აღსავსე პირადი ცხოვრება – ეს თამო ვაშალომიძის პოპულარობის გზა და მეთოდებია. საქართველოში მისი ქაოსური ცხოვრება უამრავ ადამიანს აინტერესებს. ფოტომოდელმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა, საზოგადოებამ კი მხოლოდ ის ვერ გაარკვია, თუ ვინ არის თამოს შვილის მამა.

ყველა ახალი ამბავი
0