10:42 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
6910

სექტემბრის მონაცემებით, უფასო ვაქცინაცია 220 ათას ძაღლსა და კატას ჩაუტარდა.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში შინაურ ცხოველებს უფასოდ აცრიან, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის (Global Alliance for Rabies Control) ინიციატივით 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო ამ ინიციატივას 2013 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღნიშნავს.

საქართველოში ცხოველების უფასო ვაქცინაცია 11:00 საათზე დაიწყება და 15:00 საათზე დასრულდება. ღონისძიების მთავარი მიზანია ცხოველებში ცოფის შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

სად შეიძლება შინაური ცხოველების აცრა:

თბილისი ვაკის პარკი
ბათუმი სურსათის ეროვნული სააგენტო, იაკობ გოგებაშვილის №46
ქუთაისი ნიკეას მესამე ჩიხი №5
ზუგდიდი კ. გამსახურდიას მეორე შესახვევი №5, დევნილთა პოლიკლინიკის გვერდით 

ოზურგეთი ვ.დოლიძის ქუჩა №10
ამბროლაური ბრატისლავა–რაჭის ქუჩა, გურგენის ქუჩა

გორი სურსათის ეროვნული სააგენტო (ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კმ), კულტურისა და დასვენების პარკი (გურამიშვილის ქუჩა)
მცხეთა სკვერი აღმაშენებლის ქუჩაზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ჯგუფები გადაადგილდებიან სამხედროს ქუჩიდან ნარეკვავის, არმაზის, ძეგვის, ნიჩბისის მიმართულებით.
ახალციხე სურსათის ეროვნული სააგენტო, კეცხოველის №6
თელავი ერეკლე II-ის №7, თეატრის შენობის წინ
რუსთავი მეგობრობის ქუჩა №19б

ღონისძიების ორგანიზატორია სურსათის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ცხოველებში ცოფის გამოვლინება 65%-ით არის შემცირებული.

მიმდინარე წელს დაგეგმილია 260 ათასი ცხოველის უფასო ვაქცინაცია. სექტემბრის მონაცემებით, უკვე ვაქცინირებულია 220 ათასი ძაღლი და კატა.
ცოფი ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელიც, კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ, თითქმის ყოველთვის სასიკვდილო შედეგით მთავრდება.

მთავარი თემები