Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„კულულა და ლამაზი გოგო“ – სალომე ჭაჭუას რადიკალური ცვლილება გაგაოცებთ

© Photo: Salome Chachua / FBსალომე ჭაჭუა
სალომე ჭაჭუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ჭაჭუა ქართულ თანამედროვე ქორეოგრაფიაში შთამბეჭდავი შესრულებით გამოირჩევა. ლათინო-ამერიკულის ცეკვების შემსრულებელი წარმატებას, ცნობადობას და მოტივაციას არასდროს კარგავს. ნახეთ მომხიბლავი ტელესახის გარდასახვა, რომელმაც ბევრის მოწონება დაიმსახურა.

ცნობილი ქართველი ქორეოგრაფი და პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი თვალშისაცემი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა სკანდალებითაც გამოირჩევა. ცნობილ ტელესახეს, თითქოს ერთი ურთიერთობა არ ჰქონდა დასრულებული, როდესაც ჭორები გავრცელდა მის და გიორგი ვარდოსანიძის სიყვარულზე. მოგეხსენებათ, მანამდე სალომე ლათინო-ამერიკული ცეკვების სტუდიის „თელას“ წამყვან მოცეკვავეზე გიგი გაჩეჩილაძეზე იყო შეყვარებული. მათი გზები „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დაწყებისას გაიყო.

ძლიერი, ცეცხლოვანი, ენერგიული სალომე ჭაჭუა სოციალურ ქსელს კიდევ ერთხელ იპყრობს. მიუხედავად იმისა, რომ იურისტების ოჯახში გაიზარდა, მისმა შემოქმედებითმა უნარმა და ხელოვნებისადმი სიყვარულმა ყველა წინააღმდეგობას გაუძლო და საქართველოში სამეჯლისო ცეკვების დედოფლადაც იქცა. პროფესიიდან გამომდინარე, სცენაზე მუდამ გამომწვევად აცვია. კლასიკური სტილი, საღამოს კაბები თუ საზეიმო ტანისამოსი მისი განუყოფელი ნაწილია.

ამის გათვალისწინებით ბუნებრივ იმიჯს ხშირად არ აჩენს. მუდამ გასწორებული, საღამოს ვარცხნილობა ან სულაც გადაწეული თმები მის ლამაზ ხვეულ თმას მალავდა. ზაფხულის მანძილზე ცნობილმა მოცეკვავემ იმიჯი შეიცვალა და ბუნებრიობას აღარ მალავს. მისი შავი კულულები ბევრს მოსწონს და სალომეს სთხოვენ, რომ თმები აღარ გაისწოროს, რადგან 2019 წლის ტრენდი სწორედ ხვეული თმებია. თაყვანისმცემლები კომპლიმენტებს არ იშურებენ. „მუდამ ლეოპარდს გამსგავსებდი, მაგრამ ამ ფოტოში ნამდვილად ჰგავხარ“, „სალო, ულამაზესი ხარ!“, „მსოფლიოში საუკეთესო ხარ!“, „ცეცხლი აინთო, ფლირტი დაიწყო“ წერენ მოხიბლული მეგობრები.

ყველა ახალი ამბავი
0