რთველი 2019: კახეთში 123 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

© SPUTNIK / DENIS ASLANOVრთველი-2019
რთველი-2019 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყურძნის დღეღამური გადამუშავება 10-12 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. კახეთის რეგიონში რთვლის პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს, უკვე 123 ათასი ტონა ყურძენია მოკრეფილი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მათ შორის ჩაბარებულია 80 ათასი ტონა „რქაწითელი“, 36 ათასი ტონა „საფერავი“, 3 ათასი ტონა „კახური მწვანე“.

დაახლოებით 14 ათასამდე მევენახემ ღვინის სხვადასხვა საწარმოს უკვე ჩააბარა მოსავალი. 

რთველი კახეთში - Sputnik საქართველო
რთველი რეკორდს ხსნის: უმაღლესი მაჩვენებელი ბოლო 30 წლის განმავლობაში

რთველის საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ ყურძნის დღეღამური გადამუშავება კვლავ 10-12 ათასი ტონის ფარგლებში რჩება, რაც რთველის პროცესის აქტიურ ეტაპზე მიუთითებს.

რთველის საკოორდინაციო შტაბი შექმნილია იმისთვის, რომ გადამუშავების ასეთი მაღალი დონის პირობებში ღვინის საწარმოებში რიგები არ წარმოიშვას. შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ – 1501.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს დიდ მოსავალს ელოდება.

გასულ წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა – დაახლოებით 230 ათასი ტონა, მევენახეების შემოსავალმა 300 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ყველა ახალი ამბავი
0