Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ასე მიულოცა თაკო ნაცვლიშვილმა შეყვარებულს დაბადების დღე – ულამაზესი წყვილის ფოტოები

© Photo: Tako Natsvlishvili / FBთაკო ნაცვლიშვილი
თაკო ნაცვლიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თაკო ნაცვლიშვილი სულ რაღაც 21 წლისაა, თუმცა უკვე საკმაოდ პოპულარული მოდელია

მოდელი თაკო ნაცვლიშვილი დღითიდღე უფრო და უფრო ლამაზდება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე კი უფრო და უფრო იზრდება თაყვანისმცემელთა რეაქციები. მეგობრები და უცნობი ადამიანები აღფრთოვანებული არიან ქართველი მოდელის სილამაზით და გაოცებას ვერ მალავენ.

ქართველი მოდელი ყვითელი პრესის ობიექტი იშვიათად ხდება. მისი პირადი ცხოვრება მუდამ დამალულია, თუმცა ირკვევა, რომ მისი გული ოთო ხუროძეს ეკუთვნის. თაკოს რჩეული 24 წლისაა.

გუშინ თაკომ Instagram-ზე „სთორიში“ შეყვარებულს დაბადების დღე რომანტიკული ფოტოებით მიულოცა. სოციალურ ქსელში მასთან ერთად ცეკვის დროს გადაღებული ვიდეოებიც დადო. როგორც ჩანს, წყვილმა არაჩვეულებრივი დრო გაატარა.

თაკო ნაცვლიშვილი სულ რაღაც 21 წლისაა, თუმცა უკვე საკმაოდ პოპულარული მოდელია. უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Versace, Giorgio Armani, Dolce & Gabbana, Elie Saab, Christian Dior, Yohji Yamamoto, Ermanno Scervino, Moncler, Antonio Berardi, Roland Mouret, ZUHAIR MURAD, Ralph & Russo.

მისი საყვარელი მოდელი ჟიზელ ბუნდჰენია, საყვარელი ფილმი – knock, საყვარელი ბრენდი – Alexander Mcqueen, საყვარელი დიზაინერი – ჯორჯო არმანი, საყვარელი მსახიობები – ლეონარდო დი კაპრიო და შარლიზ თერონი.

ქართველმა მოდელმა შარშან Victoria Secret-ში მოსახვედრად ბედი მეორედ სცადა. მისი გამოჩენა, წინა წელთან შედარებით, ბევრად უფრო ეფექტური იყო, რადგან მან მოახერხა და კასტინგის ფინალურ ეტაპზე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერადაც არ გაუმართლა, მისი არაჩვეულებრივი გარეგნობა პაპარაცებისა და უცხოელი ფანების ყურადღების ცენტრში მაინც მოექცა.

ყველა ახალი ამბავი
0