ინტერნეტში „საქართველოს ფოსტის" სახელით გათამაშების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

© FB / Georgian Postსაქართველოს ფოსტა
საქართველოს ფოსტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული ფაქტი, შესაძლოა, შეიცავდეს კიბერდანაშაულის ელემენტებს, აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ინტერნეტ-სივრცეში „საქართველოს ფოსტის" სახელით სხვადასხვა გათამაშების შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიზანიც თაღლითური გზით თანხის გამოძალვა და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანაა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მოგიწოდებთ, არ გადახვიდეთ უცხო პირების მიერ გამოგზავნილ ბმულებზე და არ გახსნათ უცხო პირების მიერ გამოგზავნილი ფაილები. ნებისმიერი მსგავსი შეტყობინების მიღებისას მისი ავთენტურობა „საქართველოს ფოსტის" გვერდზე - gpost.ge გადაამოწმეთ", – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული ფაქტი, შესაძლოა, შეიცავდეს კიბერდანაშაულის ელემენტებს, აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0