Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნუ ავრცელებთ არასწორ და დამახინჯებულ ისტორიას...“ – ნინი ბადურაშვილი გააკრიტიკეს

© courtesy of Nini Badurashviliნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში კრიტიკის ობიექტი გახდა. ნახეთ რის გამო გააკრიტიკეს მომღერალი.

მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოფელ შინდისის მცხოვრებლების მონაყოლ ამბავს სოციალურ ქსელში ავრცელებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება აქვს.

ამბავი ეხება აგვისტოს ომის ეპიზოდს, როცა 2008 წლის 11 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ შინდისთან სენაკის მეორე ბრიგადის 17 ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.

ნინი ბადურაშვილის პოსტს გამოეხმაურა მსახიობი ედმონდ მინაშვილიც, რომელმაც დაწერა, რომ მომღერალი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

ოსკარის ქანდაკება - Sputnik საქართველო
დიტო ცინცაძის „შინდისი“ ამერიკული „ოსკარისთვის“ იბრძოლებს

„ნინი, ნუ ავრცელებთ არასწორ და დამახინჯებულ ისტორიას, ესე არ იყო როგორც აქ წერია, ეს ამბავი საქართველოში ჩემზე კარგად არავინ იცის, ამ თემაზე ორი დოკუმენტური ფილმი მაქვს გადაღებული და ერთი მხატვრული ფილმი! მიხეილ დვალიშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო! მოკლედ ეს სტატია დამახინჯებულია“, – დაწერა ედმონდ მინაშვილმა.

აშშ-ის კინოაკადემიის პრემია „ოსკარზე" ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“ საქართველოდან სწორედ რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი „შინდისი“ იქნება წარდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0