Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თათია დოლიძეს ულამაზესი შვილი ჰყავს - ფოტოები

© Fredo Handmade თათია დოლიძე გაეროში Fredo-ს ყელსაბამით
 თათია დოლიძე გაეროში Fredo-ს ყელსაბამით - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყვილი ცოტა ხნის წინ დაშორდა ერთმანეთს, თათია პატარა თაიას მარტო ზრდის

თათია დოლიძე, რომელიც საზოგადოებამ გაეროში გამოსვლის შემდეგ გაიცნო, დღეს ახალგაზრდა დედაა. 27 წლის თათია 2016-დან 2017 წლამდე წარმოადგენდა საქართველოს ახალგაზრდობას გაეროში და აცნობდა მათ ქართველი ახალგაზრდობის პრობლემებს.

პარალელურად, ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე სწავლობდა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ლექციებს კითხულობდა.

2013 წელს მიღებული აქვს მაასტრიხტის უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის, ევროპული და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი. სხვადასხვა დროს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვილნიუსის და სიენას უნივერსიტეტებში. ფლობს ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებს.

გარდა ამისა, ბევრმა არ იცის, რომ თათია 17-18 წლის ასაკში საკმაოდ წარმატებული მოდელი იყო.

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი2018 წლის 18 ივლისს დედა გახდა. თათიას და მის მეუღლეს ვაკო თურნავას ქალიშვილი - თაია ეყოლათ. წყვილი ცოტა ხნის წინ დაშორდა ერთმანეთს, თათია პატარა თაიას მარტო ზრდის.

ყველა ახალი ამბავი
0