10:56 05 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3422
  • 100 RUB4.3130
  • USD2.9841
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1440)
523940

გეგუთის გზაზე დაღუპული ზაზა კლდიაშვილის დედა დახმარებას ითხოვს.

თებერვალში გეგუთის გზაზე მომხდარი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს. ციცო ქანთარია დაღუპული შვილის ექიმს ეძებს.

„ვეძებ ახალგაზრდა ქალბატონს, სავარაუდოდ ექიმს, რომლის ხელშიც დალია სული ჩემმა შვილმა, ზაზა კლდიაშვილმა, 2019 წლის 21 თებერვალს, გეგუთის გზაზე მომხდარი ავარიის დროს. თუ ვინმემ იცით მისი ვინაობა ან ტელეფონის ნომერი, უმორჩილესად გთხოვთ მომწერეთ. მინდა ხელები დავუკოცნო, რომლითაც დახმარება ჩაუტარა, ეცადა მაგრამ ვერ გადაარჩინა. მინდა ჩავეხუტო და მადლობა ვუთხრა იმ კეთილშობილებისთვის, რაც გააკეთა დაუფიქრებლად, მოვალეობად ჩათვალა არ მიეტოვებინა გასაჭირში“, – წერს გარდაცვლილის დედა.

მისი თქმით, ასეთი ადამიანები ძალიან იშვიათი გახდა დღევანდელობაში.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1440)

მთავარი თემები