ლელა წურწუმია 4 ოქტომბერს გრანდიოზულ კონცერტს გამართავს

© Photo: Lela Tsurtsumia / FBლელა წურწუმია
ლელა წურწუმია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლელა წურწუმია ქართველი პოპ-მომღერალია. გამოშვებული აქვს 12 ალბომი, გადაღებული აქვს 10 მუსიკალური ვიდეო. მისი ალბომი „სულელი წვიმა“ 2003 წლის ყველაზე მაღალტირაჟიან ალბომად დასახელდა.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. „წა­მიყ­ვა­ნე სიყ­ვა­რულ­თან“ – ასე ჰქვია ლელა წურ­წუ­მი­ას ახალ სიმ­ღე­რას, რო­მელ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი კლი­პი მომ­ღე­რალ­მა 13 სექ­ტემ­ბერს წა­რუდ­გი­ნა მასმე­დი­ას. კლი­პის რე­ჟი­სო­რი ნეს­ტან სინ­ჯი­კაშ­ვი­ლია, სიმ­ღე­რა ლი­ლი­კო ნემ­სა­ძეს ეკუთ­ვნის, ლექ­სი – ირი­ნა სა­ნი­კი­ძეს.

ლელა წურწუმია - Sputnik საქართველო
ლელა წურწუმიას ტატუმ საზოგადოების ყურადღება მიიქცია – ნახეთ რა დაიხატა პოპ-დივამ

4 ოქ­ტომ­ბერს ქარ­თუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე გრან­დი­ო­ზუ­ლი, სა­ი­უ­ბი­ლეო სოლო კონ­ცერ­ტით წარ­დგე­ბა. კონცერტი ლელა წურ­წუ­მი­ას 50 წლის იუ­ბი­ლეს ეძღვნე­ბა.

ლელა წურწუმიას 50 წელი 12 თებერვალს შეუსრულდა. მაშინ მამულიჩამ მისი ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა: „ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მონაპოვარი, ყველაზე ერთგული და სანდო მეგობარი. გილოცავ, ლელ 50“.

ლელა წურწუმია ქართველი პოპ-მომღერალია. გამოშვებული აქვს 12 ალბომი, გადაღებული აქვს 10 მუსიკალური ვიდეო. მისი ალბომი „სულელი წვიმა“ 2003 წლის ყველაზე მაღალტირაჟიან ალბომად დასახელდა. 2006 წელს ლელამ ჩამოაყალიბა საკონცერტო ბენდიც, რომელთან ერთად შემდგომში თავის სიმღერებს ასრულებდა. საქართველოს გარდა ის პოპულარობით სარგებლობს საზღვარგარეთ. 2006 წელს გამოუშვა საუკეთესო სიმღერების კომპილაცია აშშ-სა და ისრაელში. იმავე წელს ერთ-ერთ სოციოლოგიურ გამოკითხვაში წლის ტელესახეებს შორის პირველ ათეულში მოხვდა.

„ჩემი ორი ერთნაირი“- ლელა წურწუმიას ქალიშვილი მამის ასლია >>>

ლელა წურწუმია 1969 წლის 12 თებერვალს დაიბადა თბილისში. მამა, ლუდოვიკო წურწუმია ფიზიკოსი და ლექტორი იყო, ხოლო დედა, ნინო ლომთათიძე – უცხო ენების სპეციალისტი. ჰყავს ორი და — ეკა და ხათუნა. დაამთავრა თბილისის 77-ე საშუალო სკოლა. 5 წლიდან აქტიურად იწყებს მუსიკის სფეროში გარკვევას, დადიოდა ვოკალის პედაგოგებთან.

მაკა ზამბახიძე კახა მამულაშვილი - Sputnik საქართველო
მაკა ზამბახიძე „მამულიჩას“ ზურგზე ახტება – ლელა წურწუმია სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

პოპულარობის მოხვეჭამდე ლელა 1988 წელს იყო ფილარმონიის სოლისტი, იმავე წელს მღეროდა ანსამბლ „თაიგულში“ 1996-1999 წლებში მღეროდა რესტორან „ევროპაში“, სადაც ყოველ საღამოს ბენდთან ერთად ცოცხლად ასრულებდა ცნობილი კომპოზიტორების სიმღერებს. იმ დროისათვის იმავე რესტორანში მუშაობდა მისი მომავალი მეუღლე და პროდიუსერი კახა მამულაშვილი. კახამ, იგივე მამულიჩამ სწორედ იქ შენიშნა ახალგაზრდა მომღერალი. როგორც შემდგომში მამულიჩა იხსენებდა, მან ლელაში დაინახა ის პოტენციალი, რომლის სათანადო რეალიზების შემთხვევაშიც ქართულ სცენას ახალ ვარსკვლავს შემატებდა. ასე დაიწყო საქმიანი ურთიერთობა, ხოლო შემდეგ ეს ყველაფერი სხვა გრძნობაშიც გადაიზარდა.

მამულიჩა ამ პერიოდიდან ლელას პროდიუსერი გახდა. ერთობლივმა მუშაობამ შედეგი მალე გამოიღო. ლელა წურწუმიას მიერ შემოთავაზებულმა პირველივე სიმღერამ, კლიპმა, ალბომმა და კონცერტმა მსმენელების აღიარება მოიპოვა და განხილვის საგნად იქცა. ამ პერიოდის მის სიმღერათა შორის იყო „მინდა გიმღერო ისევ“ და „პაემანი“. ეს მელანქოლიური სიმღერები მომენტალურად გახდა ჰიტი.

კესარია აბრამიძე  - Sputnik საქართველო
„ლამაზი ხარ!“ – ლელა წურწუმია უმაკიაჟო კესარია აბრამიძეს ეხმაურება

ლელას, მამულიჩას და პროფესიონალთა გუნდის 6-თვიანი ერთობლივი შრომის შედეგად 2000 წლის სექტემბერში შედგა ლელა წურწუმიას პირველი სოლო კონცერტი ფილარმონიაში. ეს იყო პირველი გრანდიოზული შოუ კონცერტი საქართველოში, თეატრალური დადგმებით, კოსტიუმირებული სანახაობით და, რაც მთავარია, ენერგიული რიტმებით. განსაკუთრებული ეფექტი მოახდინა ფინალური სიმღერის, სამბას შესრულებამ. ქორეოგრაფიამ, თამამმა ჩაცმულობამ და ენერგიულმა რიტმებმა მაყურებლების ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა.

ლელას რიგით მეორე ალბომი „ოცნება შენზე“ გაცილებით პოპულარული აღმოჩნდა სადებიუტო ალბომზე. მას აქეთ ლელა წურწუმიას პოპულარობა არ მოჰკლებია.

ყველა ახალი ამბავი
0