ვინ არის 91 წლის ქართველი ქალი, რომელსაც შვილებმა ოცნება აუსრულეს და პარიზი აჩვენეს– ვიდეო

© Photo: Maria Papashvili / FBნათელა ფარემუზაშვილი
ნათელა ფარემუზაშვილი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეიფელის კოშკთან მისულმა 91 წლის ქალმა ოჯახს ამ ოცნების ასრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

91 წლის ქართველ მოხუც ქალს ოჯახმა მთელი ცხოვრების ოცნება აუსრულა და დაბადების დღეზე პარიზში წაიყვანა. როგორც ოჯახის წევრები წერენ, ნათელა ფარემუზაშვილი 52 წლის გამავლობაში სკოლაში ფრანგულ ენას ასწავლიდა და პარიზის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა – შორიდან.

ეიფელის კოშკთან მისულმა 91 წლის ქალმა ოჯახს ამ ოცნების ასრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

„გვიან, მაგრამ მაინც ამიხდინეთ ოცნება. არ ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერება“, – ამბობს ვიდეოში ნათელა ფარემუზაშვილი ქართულად და ფრანგულად.

ოჯახის წევრები პარიზიდან სხვა ფოტოებს და ვიდეოებსაც ავრცელებენ. როგორც ჩანს, ოჯახმა საყვარელ მოხუცს მთელი პარიზი მოატარა.

ყველა ახალი ამბავი
0